მთავარიპოლიტიკა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელდება საპასპორტო, საბაჟო და ყველა სხვა სახის კონტროლი, რომელიც არსებობს საერთაშორისო საზღვრებზე. ოვერჩუკი

,,1-ლი საინფორმაციო არხი“-ს მიხედვით,რუსეთის ფედერაციის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვის საკითხებზე უახლოეს მომავალში გაიმართება, განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.

მან განმარტა, რომ განიხილება ტექნიკური დეტალები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის გადაკვეთის წესის შესახებ. „ამ საზღვარზე განხორციელდება საპასპორტო, საბაჟო და ყველა სხვა სახის კონტროლი, რომელიც არსებობს საერთაშორისო საზღვრებზე“, – განაცხადა ოვერჩუკმა ოთხშაბათს „ინტერფაქსის“ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.

მან აღნიშნა, რომ „დღეს მხარეები „ძალიან ახლოს არიან“ გამოაცხადონ, რომ მათ შეუძლიათ აღადგინონ სარკინიგზო კომუნიკაცია აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანს შორის“.

„სომხეთი ასევე იღებს შესაძლებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთის, ევროკავშირის ქვეყნებისა და ირანის დებლოკირება მოახდინოს“, – განაცხადა ოვერჩუკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button