ეკონომიკა

სომხეთმა ექსპორტზე ყველაზე მეტად გაიტანა ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები, მანქანები და აღჭურვილობა

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სომხეთმა 2 მილიარდ 158 მილიონ 463,4 ათასი დოლარის საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,1-ჯერ გაიზარდა, ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა. რაც შეეხება პროდუქტებს, ექსპორტის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებს, ძვირფას ლითონებსა და მათგან დამზადებულ ნივთებს უკავია.

Armenpress-ის ინფორმაციით, ამას სტატისტიკური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლები ადასტურებს.

მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის  ქვეყნებში ექსპორტმა 1 მილიარდ 109 მილიონ 873,2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,8-ჯერ გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში – 234 მილიონ 989,7 ათასი დოლარი, გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით ეს მაჩვენებელი 9,5 პროცენტით შემცირდა.

ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთში განხორციელდა: 1 მილიარდ 64 მილიონ 44,8 ათასი დოლარი, რაც 2022 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით 3,8-ჯერ გაიზარდა. ექსპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სომხეთმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 372 მლნ 641,8 ათასი დოლარის საქონელი გაიტანა, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,9-ჯერ მეტია. ჩინეთი მესამე ადგილზეა, სომხეთიდან ჩინეთში ექსპორტმა მიმდინარე წლის ოთხ თვეში 135 მილიონ 017,4 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,1 პროცენტით გაიზარდა.

გაიზარდა სომხეთიდან მეზობელ საქართველოში და ირანში ექსპორტის მოცულობაც. სომხეთიდან საქართველოში ექსპორტმა 4 თვეში 51 მილიონ 502,1 ათასი დოლარი შეადგინა, ზრდა 46,1 პროცენტია, ირანში კი 35 მილიონ 630,2 ათასი დოლარი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,9 პროცენტით გაიზარდა.

ძალიან დიდი მოცულობით 183,1-ჯერ გაიზარდა ექსპორტი რუმინეთშიც და 347,8 ათასი დოლარი შეადგინა. ხოლო კორეის რესპუბლიკაში ექსპორტი იანვარ-აპრილში 78-ჯერ გაიზარდა და 9 მილიონ 764,8 ათასი დოლარი შეადგინა. სომხეთიდან საფრანგეთში ექსპორტმა 2 მილიონ 883,9 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 98,5 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპორტირებულ საქონელს, ექსპორტირებულ საქონელში ყველაზე დიდი წილი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები, ძვირფასი ლითონები და მათი ნაწარმია, რაც 508 მლნ 61,2 ათასი დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9-ჯერ გაიზარდა. შემდეგი არის მანქანები, აღჭურვილობა და მექანიზმები: 368 მლნ 439,8 ათასი დოლარი, ზრდა 15-ჯერ. ექსპორტის მოცულობით მესამე ადგილზეა მზა საკვები პროდუქტები, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში სომხეთიდან 269 მლნ 987,9 ათასი დოლარის მზა საკვები პროდუქტებია ექსპორტირებული, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,6 პროცენტით გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button