მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები განიხილეს

სომხეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა არარატ მირზოიანმა და მურატ ნურტლეუმ ლოგისტიკური შესაძლებლობები განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნურტლეუს ერევანში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც არარატ მირზოიანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, განიხილეს საკითხების ფართო სპექტრი.მინისტრმა აღნიშნა, რომ ხორციელდება  მრავალმხრივ პლატფორმებზე ხშირი კონტაქტები, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, მაგრამ სრული პოტენციალი მაინც არ არის რეალიზებული. „მივედით დასკვნამდე, რომ მხარეები მზად არიან განავითარონ და განახორციელონ პოტენციალი. სომხეთი დაინტერესებულია პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით, ამერიკიდან აღმოსავლეთ აზიამდე, სადაც  ყაზახეთთან ურთიერთობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მიხარია, რომ არის ორმხრივი ინტერესი“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე კონკრეტული შეთანხმებები იქნა მიღწეული.

მირზოიანმა აღნიშნა ორივე ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობა და თქვა, რომ პარტნიორს მიაწოდა ინფორმაცია „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ პროექტისა და შემოთავაზებული შესაძლებლობების შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები ქვეყნების სუვერენიტეტის, თანასწორობისა და ორმხრივობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button