მთავარიპოლიტიკა

ჩვენთვის ერევანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც დსთ-ში, ასევე სამხრეთ კავკასიაში  –  ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ყაზახეთი და სომხეთი არა მხოლოდ ერთი რეგიოონის ქვეყნები არიან, არამედ არიან პარტნიორებიც.  ჩვენ საუკუნეების მანძილზე შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემისა და მხარდაჭერის ღირებულებები, თუმცა ჩვენი ენები და რელიგიები განსხვავებულია. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მურატ ნურთლეუმ, სრ  საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენთვის ერევანი განსაკუთრებულ როლს ასრულებს როგორც დსთ-ში, ასევე სამხრეთ კავკასიაში“, – განაცხადა მან.

მურატ ნურთლეუმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთისა და სომხეთის პოზიციები ზოგიერთ საერთაშორისო პროცესებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით ახლოა და მოსაზრებები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს.

ნახეთ მეტი
Back to top button