ეკონომიკა

ჩვენ არ განვიხილავთ სომხეთის ატომური ელექტროსადგურის გაჩერების სცენარს. Გენერალური დირექტორი

ჩვენ არ განვიხილავთ ატომური ელექტროსადგურის დახურვის სცენარს, ვფიქრობ, ვადებს შევასრულებთ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მთავარი კოპნსტრუქტორის მხარდაჭერით, ჩვენ შეგვიძლია გავაფართოვოთ სადგურის შესაძლებლობები. იგი 2039 წლამდეა გათვლილი. NEWS.am-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამის შესახებ სოჭში, ATOMEXPO-2024 საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა დსს „სომხეთის ატომური ელექტროსადგურის“ გენერალურმა დირექტორმა ედუარდ მარტიროსიანმა.

უწყებათაშორისი ჯგუფის დონეზე ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა მცირე მოდელის ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე, რომლებმაც სრ მთავრობის გეგმებით უნდა შეცვალონ არსებული ატომური ელექტროსადგური. მას შეუძლია შეაფასოს როგორც სადგურების სიმძლავრე, ასევე სხვა საკითხები.

მარტიროსიანმა განმარტა, რომ ეს დიდი პროექტია და სერიოზულ კვლევას მოითხოვს.

„ამჟამად მუშაობა არაერთ ორგანიზაციასთან გაკეთდა, მათ შორის „როსატომთანაც“. ასევე განხორციელდება მუშაობა სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის გამოცდილება. ასევე ველოდებით შემოთავაზებებს სამხრეთ კორეიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და საფრანგეთიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი სადგურის აშენება“, – დასძინა მან.

მარტიროსიანის თქმით, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ვადა ჩვეულებრივ 8-12 წელიწადს გრძელდება.

„ჩვენ ვმუშაობთ სისტემის ოპერატორთან, რათა გავიგოთ ჩვენი პერსპექტივები. ეს არის სადგური მომავალი თაობებისთვის და უნდა ჰქონდეს რესურსი, რომელიც შექმნილია მომდევნო 100 წლის განმავლობაში მუშაობისთვის. ახლა ძნელია იმის დადგენა, რა სიმძლავრეები იქნება 30-40 წელიწადში, რომ შეცდომა არ დაუშვა. ამასთან დაკავშირებით მუშაოება მიმდინარეობს. საუბარია 1000 მგვტ-მდე სიმძლავრის რეაქტორებზე. არჩევანი იმაზე, იქნება ეს სტაციონარული თუ მოდულური რეაქტორი, ჯერ არ გაკეთებულა“, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, „რუსატომ სერვისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა განმარტა, რომ მოქმედი სომხური ატომური ელექტროსადგურის ბედი სომხეთზეა დამოკიდებული.

„სომხური მხარე წყვეტს რა მოუვა სადგურს. თუ სომხური მხარე გადაწყვეტს ახალ პერიოდზე მუშაობას, მაშინ, მაგალითად, რუსეთში არის რეაქტორები, რომელთა ვადა გახანგრძლივდა. მათ შორის არის კოლას ატომური ელექტროსადგურის რეაქტორი, რომლის ექსპლუატაციის ვადა 60 წლამდეა გაზრდილი (კიდევ 30 წლით – რედ.)“, – განაცხადა მან.

მარტიროსიანმა დასძინა, რომ დეკემბერში სომხეთის მთავრობამ გამოყო 65 მილიონი დოლარი და გაფორმდა ხელშეკრულება. რეაქტორის დამონტაჟებასა და სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებაზე მუშაობა გრძელდება. „2026 წლამდე უნდა დავასრულოთ ეს სამუშაოები, რათა წარმატებით ავიღოთ ლიცენზია და გავაგრძელოთ სადგურის ფუნქციონირება კიდევ 10 წლით“, – განაცხადა მან.

ამასთან, მარტიროსიანმა დასძინა, რომ გამოყენებული საწვავი კვლავ სომხეთში ინახება, მისი ტრანსპორტირება არ იგეგმება. სალკოვის თქმით, სადგურთან თებერვალში გაფორმდა ხელშეკრულების შედგენის პროგრამა და მიმდინარეობს მუშაობა ორგანიზაციული თანამშრომლობის მიმართულებით. „მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება, განვიხილავთ სამუშაო გრაფიკის ზოგად ჩარჩოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მუშაობის საფუძვლები არსებობს. ეს იქნება ერთობლივი სომხურ-რუსული პროექტი. ჩვენ აღარ ვიმოქმედებთ როგორც გენერალური კონტრაქტორი. ზოგიერთი დავალება ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროშია, ზოგი კი სადგურის პასუხისმგებლობის არეალში. ჩვენ უნდა შევადგინოთ კომბინირებული გრაფიკები, რათა ყველა დოკუმენტი გადავცეთ მარეგულირებელ ორგანოებს, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას სადგურის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ. პარტნიორები რამდენიმე ათეული ორგანიზაციაა, მათ შორის კურჩატოვის ინსტიტუტი. ჩვენ ვგეგმავთ სომხურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორც ეს ადრე ხდებოდა“, – დასძინა სალკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სომხურ მხარესთან საგანმანათლებლო სფეროში მუშაობა გრძელდება. „არსებობს კვოტა, რომლის მიხედვითაც სომეხ სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ ისწავლონ რუსეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, სადაც ატომური ენერგიის დარგის სპეციალისტებს ამზადებენ. გარდა ამისა, რუსული მხარე მზადაა სომხეთში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს“, – განაცხადა სალკოვმა.

მისივე თქმით, კომპანია „როსატომი“ ატარებს მოწინავე სასწავლო კურსებს.გარდა ამისა, რუსული მხარე მზადაა სომხეთში ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს“, – განაცხადა სალკოვმა.

მისივე თქმით, კომპანია „როსატომი“ ატარებს გაღრმავებულ სასწავლო კურსებს.

ნახეთ მეტი
Back to top button