პოლიტიკა

„პატივცემულო ტოივო კლაარ, აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება“  – ტიგრან ბალაიანი

ჩვენ გვჯერა ევროკავშირის შესაძლებლობის შეაჩეროს ალიევი, ამ შემთხვევაში სომხეთის მხარდაჭერა ორაზროვანი არ იქნება. ამის შესახებ ბელგიაში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ევროკავშირში სომხეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ტიგრან ბალაიანმა თავის X მიკრობლოკში გამოქვეყნა გზავნილი მიმართული  სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის ტოივო კლაარისადმი.

„პატივცემულო ტოივო კლაარ, აზერბაიჯანში არაფერი ხდება ამ ქვეყნის პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, რომელიც სერიოზულად არ იღებს გაფრთხილებებს ქმედების გარეშე. აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის ემზადება“, – ნათქვამია პოსტში.

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა აზერბაიჯანულ მედიაში სომხეთის წინააღმდეგ მუქარა მიუღებლად მიიჩნია.

თავის X მიკრობლოგზე მან დაწერა, რომ საჭიროა საზღვრის დემარკაციის რეალური მოლაპარაკებები და ყველა ტერიტორიული დავა უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით, შეთანხმებული პროცესით.

ნახეთ მეტი
Back to top button