მთავარიპოლიტიკა

ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. ეროვნული კრების თავმჯდომარე

სომხეთი ამ ეტაპზე არ განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ეროვნული კრების თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა, უპასუხა რა შეკითხვებს:  ,, თუ რა საკითხებს განიხილავენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენის სამმხრივ შეხვედრაზე. შესაძლებელია თუ არა ევროკავშირში სომხეთის წევრობის საკითხის განხილვა?

„არ ვიცი დღის წესრიგი. ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ამ ეტაპზე არ განვიხილავთ. არა მგონია, რომ მსგავსი რამ მოხდეს“, – განაცხადა სიმონიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5 აპრილს ბრიუსელში შეხვდებიან, რომლის დროსაც განიხილება სომხეთის განვითარების ხელშემწყობი სამმხრივი თანამშრომლობის გზები.

ნახეთ მეტი
Back to top button