Airbus Helicopters-მა და სომხეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექვსი H145 ვერტმფრენის შესყიდვის შესახებ

Airbus Helicopters-მა და სომხეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ექვსი მრავალფუნქციური H145 ვერტმფრენის მიწოდების შესახებ. შეთანხმება დასრულდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ევანუელ მაკრონის ერევანში ოფიციალური ვიზიტის დროს და ცოტა ხნის წინ შევიდა ძალაში, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს საფრანგეთსა და სომხეთს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერებისკენ.
ეს მრავალფუნქციური ვერტმფრენები გამოყენებული იქნება ტრანსპორტირებისთვის. ეს არის სომხეთის პირველი კონტრაქტი Airbus Helicopters-თან, რომელიც საფუძველს უყრის ქვეყნის ვერტმფრენების ფლოტის მოდერნიზაციას თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და საიმედო მოდელით.
„ეს პირველი კონტრაქტი ჩვენს კომპანიასა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაღრმავების დასტურია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვუჭერთ მხარს ქვეყანას ავიაციის შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა ლუდოვიკ ბოისტომ, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ხელმძღვანელმა, ვიცე-პრეზიდენტმა. მან დასძინა: „ჩვენ მოუთმენლად ველით ხანგრძლივ და ნაყოფიერ თანამშრომლობას და მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი კავშირები“.







