კულტურა

საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესისთვის ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს ჰიმნს

საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი (WCIT) გაიმართება ერევანში 6-9 ოქტომბერს.
საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი მსოფლიოში უდიდესი საინფორმაციო ტექნოლოგიების მოვლენაა, რომელიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში აერთიანებს მსოფლიო ლიდერებს, წამყვანი კომპანიების, საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრების, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებსა და სხვა.
კონგრესის ოფიციალური გახსნა აღინიშნება რესპუბლიკის მოედანზე სადღესასწაულო კონცერტით. WCIT მსოფლიო ორკესტრი შეიქმნა სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის და მთავარი დირიჟორის, სერგეი სმბატიანის ინიციატივით, სპეციალური ღონისძიებისთვის, რომელიც შედგება 14 ქვეყნის 75 უცხოელი და 30 სომეხი მუსიკოსისგან.
კონცერტის მსვლელობისას, მსოფლიოში პირველად ორკესტრი გამოვა სცენაზე , სადაც წარადგენს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ადგილზე შექმნილ მუსიკას. მონაწილე ქვეყნების ჰიმნების საფუძველზე ასევე შეიქმნება WCIT ჰიმნი.
ორკესტრთან ერთად ასევე წარსდგება საერთაშორისო აღიარებული დიჯეი არმინ ვან ბიურენი.

ნახეთ მეტი
Back to top button