კულტურა

,,ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით”; ათენა მანუკიანი შეეხო ,,ევროვიზია 2020“-ის გაუქმებას

საბერძნეთის სომეხი მომღერალი დარწმუნებულია, რომ ამ ცხოვრებაში ისე უბრალოდ არაფერი ხდება. მან თავის მიმდევრებს მოუწოდა ფხიზლად იყვნენ და საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ.
ერევანი, 20 მარტი –Sputnik. მომღერალმა ათენა მანუკიანმა, რომელიც სომხეთის დელეგატი იყო ,,ევროვიზია 2020“-ის კონკურსზე, კონკურსის გაუქმების შესახებ კომენტარი გამოაქვეყნა თავის Instagram გვერდზე.
”საყვარლებო, მინდა ვთქვა, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერს მიზეზი აქვს. ჩემი გამოცდილება მიჩვენებს, რომ როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, მას ყოველთვის მოჰყვება რაღაც უფრო დიდი და უკეთესი. ახლა მე მჯერა ამის. ის, რაც მოხდა,  მოხდა მხოლოდ სიკეთისათვის. და დრო ამას გიჩვენებთ. მე გავიცანი ძვირფასი და უნიკალური ხალხი, ჩემი გუნდი, ჩემი სომხური ოჯახი. ისინი დაუღალავად მუშაობდნენ და ნამდვილად სჯეროდათ ჩემი სიძლიერის. ეს ყველაზე დიდი საჩუქარია. მოთმინება გქონდეთ, არასდროს დანებდეთ და გახსოვდეთ, რომ წვიმის შემდეგ ცაზე ყოველთვის ცისარტყელა ჩნდება. საბოლოო ჯამში, ჩვენი შრომა დაჯილდოვდება, რაც არ უნდა იყოს. მიყვარხართ და მადლობას გიხდით თქვენი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. გთხოვთ იზრუნეთ საკუთარ თავზე. საუკეთესო ჯერჯერობით წინაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით”, – წერს იგი.

დავძენთ, რომ სიმღერის კონკურსი ,,ევროვიზია 2020“ გაუქმდა კორონავირუსული ეპიდემიის გამო. 17 მარტს ევროვიზიის ორგანიზატორებმა Twitter- ის თავიანთ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ მსოფლიოში მუდმივად ცვალებად ვითარებას  კორონავირუსის გავრცელების გამო და მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ნახეთ მეტი
Back to top button