ანალიტიკა

სამხედრო წვრთნები უპირველეს ყოვლისა მიმართულია სომხეთის წინააღმდეგ: სამხედრო კომენტატორი

სამხედრო კომენტატორმა დავით ჰარუთინოვმა თურქეთ-აზერბაიჯან-პაკისტანის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამოთქვა „Sputnik სომხეთის“  კორესპოდენტთან საუბრისას.

„თურქეთი, პაკისტანი, აზერბაიჯანი ქმნიან არაფორმალურ ალიანსს. ამ  სამი ქვეყნის სპეციალური ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნების დაწყება სრულად ჯდება ამ ლოგიკაში“, -აღნიშნა მან.  მისივე თქმით, თურქეთიც და აზერბაიჯანიც დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ პაკისტანთან. უფრო მეტიც, თურქეთის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე. ანკარა ისლამაბადის მთავარი სამხედრო მიმწოდებელია, განსაკუთრებით ვერტმფრენის შესყიდვების თვალსაზრისით, ხოლო პაკისტანი ყიდის საზღვაო ტექნოლოგიებს თურქეთში.

სამი ქვეყნის დამაკავშირებელი ერთ -ერთი მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკური თანამშრომლობა. თურქეთი ცდილობს ინტეგრირდეს ჩინეთის „ერთი სარტყელი ერთი გზის“ პროექტში, ხოლო პაკისტანი თურქეთის მთავარი კვანძია.

ჰარუთონოვის თქმით, სამხედრო წვრთნები ამ ყველაფრის პირდაპირი გაგრძელებაა.

”ჯერ ნაადრევია ოფიციალურ ალიანსზე საუბარი, მაგრამ ამ სამ  სახელმწიფოს შორის გარკვეული  „ბლოკი“   იქმნება. ”წვრთნები უპირველეს ყოვლისა მიმართულია სომხეთის წინააღმდეგ, სადღაც  ეს არის გზავნილი რუსეთისთვის”, – თქვა ჰარუთინოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button