საზოგადოება

COVID-19. სომხეთში ინფექციის რეპროდუქციულობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

სომხეთში ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა.

ამის შესახებ “არმენპრეს”-ის პრეს-სალონში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა სრ ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომელა აბოვიანმა.

 „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ ინფექციის გამრავლების ასეთი მაღალი მაჩვენებელი. ინფექციის რეპროდუქციულობის მაჩვენებელი, რაც ინფექციის გავრცელების სიჩქარეზე მეტყველებს, უკვე 2,3-ია. ბავშვთა და მოზარდთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვაქვს ავადობის დონის მატება. თუ რამდენიმე დღის წინ სომხეთის რესპუბლიკა, ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, მწვანე ზონაში იმყოფებოდა, ბოლო დღეებში ჩვენ აღმოვჩნდით ნარინჯისფერ ზონაში“, – ამბობს რომელა აბოვიანი.

სპეციალისტის თქმით, ეს დაავადება არ ექვემდებარება ეპიდემიოლოგიურ ნიმუშებს, არ აქვს სეზონურობა. სამაგიეროდ, ინფექციის ტალღები ყოველ 3-4 თვეში ერთხელ მატულობს და ეცემა. ექსპერტის თქმით, ამ ტალღებზე დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იქნება ქვეყანაში განხორციელებულ ღონისძიებებზე.

 „შეზღუდვები რომ არ გვქონდეს, მაშინ, მაგალითად, ინფექციის მეოთხე ტალღის დროს, შეიძლება გვქონოდა 2500-3000 შემთხვევა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, ეპიდემიის წესების დაცვა. ავღნიშნავ, რომ გვაქვს ახალი შტამის, ომიკრონის შემთხვევა. ორი შემთხვევა გვაქვს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ის უკვე ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს სპეციალისტი და ხაზს უსვამს, რომ ერთადერთი პროფილაქტიკური ღონისძიება ვაქცინაციაა.

ნახეთ მეტი
Back to top button