საზოგადოება

სომხეთში პენსიები კვლავ გაიზრდება 2023 წლის ივლისიდან  –  ფინანსთა მინისტრი

სოციალური დაცვის პროგრამებზე გამოყოფილი დაფინანსება 648 მილიარდ დრამს ანუ 1 596 334 327,20 დოლარს გადააჭარბებს, რაც 11,8 პროცენტით მეტია 2022 წელს  დამტკიცებულ თანხაზე. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.

„ეს საშუალებას მისცემს მომავალი წლის ივლისიდან გაგრძელდეს პენსიებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დაცვაზე მიმართული ასიგნებების ზრდა, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო. მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების დაფინანსების ზრდა 25 მილიარდ დრამზე ანუ 61 586 972,50  დოლარზე მეტი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში პენსიები 4 ათასი დრამით (10$) გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button