მთავარიპოლიტიკა

სომხეთს არასოდეს უსაუბრია კუხო-დან გასვლაზე – ალენ სიმონიანი

კუხო-ს  საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასაბლეის  თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთს არასოდეს უსაუბრია კუხო-დან გასვლაზე, მაგრამ შეშფოთებულია ორგანიზაციის ქცევით. სიმონიანის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ კუხოს-თვის სომხეთის ტერიტორიას არ აქვს თანაბარი სტრატეგიული მნიშვნელობა იმ შემთხვევაში, როცა  დიდი ყურადღება ეთმობა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს და ცენტრალურ აზიას.

სომხეთს არასოდეს უსაუბრია კუხო-დან გასვლაზე, მაგრამ ერევანი შეშფოთებულია ორგანიზაციის დამოკიდებულებით სომხეთის მიმართ“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა და დასძინა, რომ „აზერბაიჯანი ყოველდღე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რის შედეგადაც ჩვენ ვიღებთ მსხვერპლს. კუხო-ს გარკვეულმა პასიურობამ, ისევე როგორც ჩვენი ცალკეული მოკავშირეების ოფიციალურმა განცხადებებმა გამოიწვია საზოგადოების უარყოფითი განწყობები ორგანიზაციის მიმართ“.

ნახეთ მეტი
Back to top button