მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღი თავდაპირველად სომხეთს ეკუთვნოდა და ყოველთვის ძირითადად სომხებით იყო დასახლებული  –  სტატია ჯეფრი რობერტსონის მიერ

საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა ჯეფრი რობერტსონმა The Independent-ში გამოაქვეყნა სტატია აზერბაიჯანელების მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღი თავდაპირველად სომხეთს ეკუთვნოდა და ყოველთვის ძირითადად სომხებით იყო დასახლებული.

„არმენპრესის“ ცნობით, ჯეფრი რობერტსონმა სტატია ასე დაიწყო: რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, საფრანგეთსა და ჩინეთს შეუძლიათ შეაჩერონ ავტორიტარული აზერბაიჯანი, რომელმაც ალყა შემოარტყა მთიან ყარაბაღს და 120 ათას  მოსახლეს შიმშილით კლავს.

მიმომხილველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბლოკადა არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგება რიგ შეთანხმებებს, მაგრამ აზერბაიჯანელები უკვე ორი თვეა ალყაში ამყოფებენ მშვიდობიან მოსახლეობას. აღნიშნულია, რომ ლაჩინის დერეფანი სასიცოცხლო რგოლია ყარაბაღის სომხებისთვის, საიდანაც ხდებოდა  400 ტონა აუცილებელი საქონლის ყოველდღიური მიწოდება,  ასევე მოქალაქეების, სკოლის მოსწავლეებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება.

„რა თქმა უნდა, ეს უფრო სწრაფი იქნებოდა საჰაერო ტრანსპორტით, მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა დაემუქრა, რომ  ჩამოაგდებს ნებისმიერ სამგზავრო ან სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც შეეცდება დაჯდეს სტეფანაკერტში, მთიანი ყარაბაღის დედაქალაქში. ქვეყანა აზერბაიჯანისა და ისტორიის ტყვეა. ის თავდაპირველად სომხეთს ეკუთვნოდა და ყოველთვის ძირითადად სომხებით იყო დასახლებული, რომლებიც ცნობილია ადრეული ქრისტიანული ეკლესიებითა და უნიკალური ხალიჩებით. მე-19 საუკუნეში ის რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული, ხოლო 1921 წელს სტალინმა თვითნებურად და არასწორად შეიყვანა ეს ქრისტიანული ანკლავი, როგორც დამოუკიდებელი რეგიონი, მუსულმანური აზერბაიჯანის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ მოითხოვა დამოუკიდებლობა და მის მისაღწევად  იბრძოდა“, – ნათქვამია სტატიაში.

ჯეფრი რობერტსონმა აღნიშნა, რომ გამარჯვების შემდეგ სომხები შედარებით სიმშვიდით სარგებლობდნენ 2020 წელს აზერბაიჯანის თავდასხმამდე. მას ასევე არ გამორჩენია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება

„განცხადება გარანტირებული იყო რუსეთის მიერ. რუსეთმა 2000 წელს ეგრეთ წოდებული  „სამშვიდობო“  განცხადებით, ვალდებულება აიღო  თვითონ განეხორციელებინა დერეფნის კონტროლი,  მაგრამ მათ ვერ შეძლეს, ან შესაძლოა არ სურთ  დერეფნის გადამკეტავი თვითმარქვია „ეკოლოგიური აქტივისტების“ დაშლა, რომლებიც წახალისებულნი არიან  აზერბაიჯანის იმ მთავრობის მიერ, რომელიც ზოგადად კრძალავს დემონსტრაციებს და აპატიმრებს მომიტინგეებს“, – ნათქვამია სტატიაში.

მიმომხილველმა შენიშნა, რომ “პროტესტანტთა” უმეტესობას აქვს იმის დამადასტუებელი ტატუიროვკა,  რომ ისინი აკრძალული ორგანიზაცია “რუხი მგლების” წევრები არიან. ხაზგასმულია, რომ „პროტესტანტებს“ დიქტატორი ილჰამ ალიევი ამხნევებს. სტატიის ავტორი ასევე იხსენებს გაეროს უშიშროების საბჭოს 20 დეკემბერს გამართულ სხდომას და წევრების მოთხოვნას. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მხოლოდ დაგვიანებით დაუკავშირდა თავის აზერბაიჯანელ კოლეგას და მოუწოდა მათ ბლოკადის მოხსნისაკენ, დამატებით აღნიშნა, რომ უკრაინის ომის შემდეგ რფ-მ თავისი გავლენა დაკარგა რეგიონში.

ნახეთ მეტი
Back to top button