კულტურა

სომხურ-ქართული მეგობრობა თუმანიანური  გზით  –  თუმანიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში

ჰოვანეს თუმანიანის ხსოვნის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „თუმანიანი და თბილისი“, რომელიც 13 აპრილამდე გაგრძელდება.

გამოფენაზე წარმოდგენილია თუმანიანის ხელნაწერები, ფოტოები, ქართული კულტურისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური ნამუშევრები, ასევე „იდუმალი ყუთი“, რომელშიც პოეტის გული 100 წლის წინ, დაკრძალვამდე იყო ჩასმული.

თუმანიანი, რომელიც ცხოვრობდა და ქმნიდა თბილისში ადრეული ახალგაზრდობიდან სიცოცხლის ბოლო დღეებამდე,მთელი სულითა და გულით  თბილისელი იყო. თუმანიანის თბილისის ერთ-ერთ სახლში დღეს მოქმედი სამეცნიერო-კულტურული ცენტრის „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ წარმომადგენლის გოჰარ მაზმანიანის თქმით, თბილისში ჩამოსვლისას თუმანიანმა მთლიანად აითვისა ის ცხოვრების წესი, სახე და გარეგნობა, რომელიც შეეფერებოდა ქალაქ თბილისს.

„ეს მეტყველებს იმაზე, რომ მან, როგორც დიდმა ქველმოქმედმა, შეძლო შეეკრიბა სომეხი, ქართველი და რუსი ინტელიგენცია, რომელიც სარგებლობდა მათი სიყვარულითა და პატივისცემით. დღეს კი, 100 წლის შემდეგ, სომეხი და ქართველი ინტელიგენციის თანდასწრებით ვიმეორებთ იმ გზას, ხაზს ვუსვამთ თუმანიანისეულ იდეებს, კაცთმოყვარეობას და სომხურ-ქართულ მეგობრობას“.

ნაწყვეტი გიტა ელბაკიანის სტატიიდან

ნახეთ მეტი
Back to top button