კულტურა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სომხურ ხელნაწერებს გაეცნო

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით დელეგაცია მ. მაშტოცის სახელობის უძველესი ხელნაწერთა კვლევითი ინსტიტუტს „მატენადარანს“ ეწვია. დელეგაციას ახლდა სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტთრ მარტიროსიანი.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მატენადარის დირექტორთან, არა ხზმალიანთან ერთად, მატენადანის სამუზეუმო კომპლექსი და სამეცნიერო შენობა დაათვალიერა.

მუდმივი გამოფენების დარბაზში მინისტრი გიორგი ამილახვარი სომხურ ხელნაწერებს გაეცნო. შემომწირველთა საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იყო მატენადარანში დაცული ქართული ხელნაწერები. სარესტავრაციო განყოფილებაში საქართველოს მინისტრი საფუძვლიანად გაეცნო ძველი ხელნაწერების შემუშავებისა და აღდგენის პროცესებს.

შედგა პირისპირ საუბარი, რომლის დროსაც მატენადარის დირექტორმა არა ხზმალიანმა მინისტრს გიორგი ამილახვარს 2024 წ. 18-19 მარტს თბილისში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მესროპ მაშტოცის სახელობის მატენადარანის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შედეგები გააცნო. არა ხზმალიანის თქმით, უახლოეს მომავალში, მატენადარის დირექტორატის მოწვევით, იგეგმება ცენტრის არმენოლოგიური განყოფილების თანამშრომლების ერთკვირიანი ვიზიტი ერევანში, ასევე კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის მონაწილეობა არმენოლოგის საერთაშორისო კონგრესში, რომელიც ივლისში გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button