ეკონომიკა

“ამერიაბანკი” გაიყიდა, გარიგება შედგა, აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები დაფიქსირდა

„ამერიაბანკის“ ოფიციალური ვებგვერდიდან გვამცნობენ, რომ აქციონერებისა და მარეგულირებელი ორგანოებისგან ყველა საჭირო თანხმობის მიღების შემდეგ, ბანკის გაყიდვის ტრანზაქცია დაიდო და „ამერიაბანკის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები დარეგისტრირდა.

ამრიგად, 4 აპრილის მდგომარეობით, „ამერიაბანკის“ ახალი აქციონერები არიან:

1. საქართველოს ბანკის ჯგუფი PLC („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ PLC): 70279 აქცია ანუ დაახლოებით 60%;

2. სს საქართველოს ბანკი: 35140 აქცია ანუ დაახლოებით 30%.

3. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი: 11713 აქცია ანუ დაახლოებით 10%.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 თვის წინ ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ბანკის ჯგუფი PLC“ სომხური „ამერიაბანკის“ 90%-იანი წილის 303,6 მლნ დოლარად ყიდვას აპირებს.

ნახეთ მეტი
Back to top button