კულტურა

ცნობილია წლევანდელი „ოქროს გარგარის“ ჩატარების თარიღები

ერევნის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“ 2024 წლის 7-14 ივლისს გაიმართება. როგორც იტყობინება კინოფესტივალის პრესსამსახური, წელს საერთაშორისო კინოფესტივალი საზოგადოებას წარუდგენს სხვადასხვა ქვეყნის საკონკურსო ფილმებს, ასევე ყველაზე პრესტიჟულ (კანის, ბერლინის და ა.შ.) კინოფესტივალების ფილმებს. სომხეთში ჩამოვლენ მსოფლიო კინოს მოღვაწეები, რომლებიც კინოს მოყვარულებს საკუთარ გამოცდილებასა და ხელოვნებას წარუდგენენ.

წელს „ოქროს გარგარი“ შარლ აზნაურის და სერგეი ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეებს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ფესტივალის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით გავაცნობთ.

ნახეთ მეტი
Back to top button