საზოგადოება

სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს ახალი სატრანზიტო კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის  –  არაიკ ჰარუთუნიანი

სომხეთსა და საქართველოს ურთიერთობას 30 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს, ხოლო ორი ხალხის ურთიერთობას ათასწლოვანი ისტორია აქვს, რაც არის მყარი საფუძველი, რომელზეც დღეს ორი ქვეყნის ურთიერთობა დგას.

ასეთო მოსაზრება გამოთქვა ექსპერტთა ფორუმზე „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. კონცეფციიდან რეალობამდე“ სრ  პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა არაიკ ჰარუთუნიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროფესიული პლატფორმა კიდევ ერთი სტიმული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და დასძინა, რომ სომხეთის მთავრობა უაღრესად აფასებს საექსპერტო თემების აზრს და როლს სომხეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრაში.

„სომხეთისა და საქართველოს ურთიერთქმედების ბირთვი არის ღირებულებითი სისტემის მსგავსება, რომელიც გადახლართულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების იდენტურ აღქმებთან, ასევე კანონის უპირობო უზენაესობასთან. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე წლის იანვარში გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაში არსებითია ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო აღიარება. დღის წესრიგში დგას სომხეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესის გააქტიურების საკითხი“, – განაცხადა ჰარუთიუნიანმა.

მან შეახსენა, რომ სომხეთის მთავრობამ წამოაყენა პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინზე”, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირის ხელშეწყობას, რომელიც ეფუძნება სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, საკუთარ ტერიტორიებზე გამავალ ინფრასტრუქტურაზე იურისდიქციის, თანასწორობისა და ურთიერთგაგების პრინციპებს. რეგიონის ინფრასტრუქტურის დებლოკირების თვალსაზრისით, პროექტი “მშვიდობის გზაჯვარედინზე” გულისხმობს საგზაო ტვირთების, მილსადენების, ელექტროგადამცემი და ინტერნეტ კაბელების სიმძლავრის მნიშვნელოვან ზრდას შავ ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის. ხოლო მეორეს მხრივ ომანის ყურესთან. “მშვიდობის გზაჯვარედინზე” კონცეფციის ჩრდილო-სამხრეთის ნაწილი მოიცავს სარკინიგზო კომუნიკაციის შექმნას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების მოგვარების შემთხვევაში, ხოლო აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილს შეუძლია კასპიის ზღვა სომხეთის ტერიტორიის გავლით ხმელთაშუა ზღვასთან დააკავშიროს შავი ზღვის თურქეთის პორტები სხვადასხვა არხებით.

„დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ქვეყნები ეძებენ ახალ სატრანსპორტო და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს ახალი სატრანზიტო კვანძი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის“-აღნიშნა მომხსენებელმა.

ნახეთ მეტი
Back to top button