საზოგადოება

ჩვენ ვერ ვიქნებით მთავარი შუამავალი ერევან-ბაქოს ურთიერთობებში  –  ხაინდრავა

  საქართველოს არ აქვს საკმარისი პოლიტიკური რესურსი, რომ გახდეს მთავარი შუამავალი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მაგრამ თბილისს შეუძლია იყოს შუამავალი გარკვეული ტექნიკური კონტაქტების დასამყარებლად. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, პოლიტოლოგმა ივლიან ხაინდრავამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ექსპერტთა კონფერენციაზე  „სომხეთი-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა։  კონცეფციიდან რეალობამდე“.

იგი მიიჩნევს, რომ მეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიღწევა დამოუკიდებლობის პერიოდში. ხაინდრავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანი საეჭვოდ უყურებდა ქართულ-აზერბაიჯანულ პროექტებს, ბაქო  კი   სომხურ-ქართულ პროექტებს.

„საქართველოს შეუძლია და არის შუამავალი კავშირების დამყარებისთვის ტექნიკური თვალსაზრისით. ამისთვის არის მზადყოფნა და გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან დაკავშირებით მან გაიხსენა ტყვეების გაცვლა დანაღმული ველების რუკებით, რომელიც განხორციელდა საქართველოს შუამავლობით.

ამავე დროს, მისი აზრით, დროა სამხრეთ კავკასიის ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა რეგიონი გეოგრაფიული კონცეფციიდან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ კონცეფციად გარდაიქმნას.

მისი თქმით, სომხეთი და საქართველო ცალ-ცალკე  არ არის მიმზიდველი მსხვილი ბიზნესისთვის, პროექტებისთვის და ინვესტორებისთვის.

„აუცილებელია მოძებნოთ და მოიძიოთ ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების ისეთი ფორმატები, რომლებიც სხვებისთვის საინტერესო და მომგებიანი იქნება“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სომხეთი აფართოვებს კავშირებს ინდოეთთან. ხაინდრავას მიაჩნია, რომ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის ასევე პოტენციური სარგებელია, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან და ჩინეთთან.

ნახეთ მეტი
Back to top button