მთავარისაზოგადოება

სომხეთში ცირკულირებს “დელტას” შტამი

სომხეთის რესპუბლიკაში ცირკულირებს  “დელტას” შტამი. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა, სომხურ-რუსულმა სლავურმა უნივერსიტეტმა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარეს COVID-19 PCR დადებითი ნიმუშების მოლეკულური გენეტიკური ტესტირება .

აღებული 30 ნიმუშიდან 4 -ში აღმოაჩინეს ბრიტანული შტამი, ხოლო 25 -ში – “დელტა” შტამი.

ნახეთ მეტი
Back to top button