პოლიტიკა
კუხო-ს სამშვიდობოებმა ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის დასაცავი ობიექტების გადაცემა დაიწყეს
კუხო-ს სამშვიდობო ძალებმა დასაცავ ობიექტებზე კონტროლის ყაზახეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის გადაცემა დაიწყეს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„კუხო-ს სამშვიდობო ძალების სარდლობისა და ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, დაიწყო სამშვიდობოების მიერ დაცული საჯარო ობიექტების გადაცემა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუხო-ს სამშვიდობოების დაბრუნება ქვეყნებში ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობით მოეწყობა.