რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ეწვია სამხედრო-სამრეწველო გამოფენას “არმია-2022”, სადაც გაეცნო იარაღის უახლეს ნიმუშებს და შეხვდა რიგი კომპანიების ხელმძღვანელებს. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს.
თავდაცვის მინისტრი „ალაბინოს“ სასწავლო ბანაკსაც ეწვია, სადაც სომხეთის სატანკო ბიატლონის გუნდს გაესაუბრა.
https://www.facebook.com/watch/?v=553030209949925&t=0
სურენ პაპიკიანმა კონკურსის „მეგობრობის სახლის“ ფარგლებში გახსნილი სომხური პავილიონიც დაათვალიერა და წარმოდგენილ ექსპონატებს გაეცნო.