საზოგადოება
სომხეთში 1 იანვრიდან მინიმალური თვიური ხელფასი გაიზრდება
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული „მინიმალური თვიური ხელფასის“ კანონში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. პროექტით გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვრიდან სომხეთში მინიმალური თვიური ხელფასის 68000 დრამიდან 75000 დრამამდე გაზრდა.
თუ მინიმალური თვიური ხელფასი 75 000 დრამი (184,76 $) იქნება, შრომის ბაზარზე საჯარო სექტორის 28.7%-ს (77 483 დასაქმებული) და კერძო სექტორის 31.5%-ს (209 723 დასაქმებული) ხელფასი გაეზრდება.