სპორტი

არონიანმა გაიმარჯვა ბუქარესტის ტურნირში

სომხეთის ვაჟთა ჭადრაკის ნაკრების ლიდერმა ლევონ არონიანმა გამარჯვა ბუქარესტში მიმდინარე სწრაფი და ბლიც ჭადრაკის ტურნირში.

“არმენპრესი” იუწყება, რომ სწრაფი ჭადრაკის შემდეგ დიდოსტატებმა შეჯიბრება გამართეს ბლიც ჭადრაკში, სადაც ლევონ არონიანმა და სერგეი კარიაკინმა 20-20 ქულით გადაწყვიტეს გამარჯვებული თაი-ბრეიკში. მოჭადრაკეებმა ორი თამაში ჩაატარეს, სწრაფ მატჩში დაფიქსირდა ფრე, ხოლო ბლიცში  მოიგო არონიანმა.

ბუქარესტის Grand ChessTour – ის სწრაფ და ბლიც ტურნირში მონაწილეობდნენ ფაბიანო კარუანა, უესლი სონი, შაჰრიარ მამადიაროვი, სერგეი კარიაკინი, ანიშ გირი, ვიში ანანდი, ვლადიმერ არტემიევი, ლე ლიმოვი და ანტონი კორობოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button