კულტურამთავარი

როგორ მოხიბლეს სომხეთში ჩამოსული ბრიტანელი მწვადით და სახლში გამოხდილი არყით

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ ტრადიციული სომხური მწვადი და კერძები გამოჩნდა ჟურნალ The Week- ის გვერდებზე. ბრიტანელი დიდხანს გაიხსენებს მოგზაურობას სომხეთში.
მაყალზე მოტრიალე, დამწვარი ხის სუნით გაჟღენთილი და ლავაშში გახვეული წვნიანი ხორცი, სურნელოვანი ბოსტნეული და სომხური არაყი. რა შეიძლება იყოს ამაზე გემრიელი? ალბათ მხოლოდ საუზმეზე მირთმეული სომხური ბუტერბროდი ფინჯანი ყავით. ეს არის ბრიტანელი ჟურნალისტის ალბერტ შტუმის დასკვნა, რომელმაც ჟურნალ The Week- ში დაწერა სტატია, სომხური ტრადიციების შესახებ.

მწვადი
შტუმი სომხურ სამზარეულოს  გაეცნო სომხეთში,   დააგემოვნა რა როგორც სომხეთის დედაქალაქში, ასევე ტავუშის რაიონის სოფელ ჩინჩინში მომზადებული სომხური კერძები. მან მწვადის შესახებ შეიტყო ერევნის რესტორნებში ვიზიტის დროს. უფრო სწორად, ის მიიზიდა შემწვარი ხორცის სუნმა, რომელსაც კვამლის სუნი ჰქონდა. ავტორი იხსენებს, რომ მან ეს სურნელი იგრძნო სომხეთის საზღვრის გადალახვისთანავე.

ბრიტანელი  სომხურ მწვადს ადარებს ბარბიქიუს, მაგრამ ამავე დროს ამბობს, რომ მწვადი განსხვავდება იმით, რომ ეს კერძი სუფრის გარშემო კრებს რამდენიმე ოჯახს და მზადდება არა გრილზე, არამედ მაყალზე. სტატიის ავტორის თქმით, ისინი, ვინც თვეში რამდენჯერმე წვავენ მწვადს, წარმატებულად და შეძლებულად მიიჩნევიან. ავტორს არ დაავიწყდა დაეწერა სპეციალური სიმღერის შესახებ, რომლის ჰანგების ქვეშ მიართმევენ ამ კერძს.

ჭამა-სმა ჩინჩინში
შტუმმა კლასიკური მწვადი დააგემოვნა სოფელ ჩინჩინში. სომხეთში არსებობს ტრადიცია, რომ მწვადის პირველი ნაჭერი უნდა დააგემოვნოთ მაყალთან ახლოს, 50 გრამი არყით. ბრიტანელი ამ ტრადიციასაც მოიხსენიებს.
ასეთი გემრიელი, ცხელი ნაჭერი მიართვეს  შტუმს. მასპინძელმა ქაბაბიც გააკეთა, რომელსაც ავტორი უწოდებს “შამფურზე ფარშისგან დამზადებულ ძეხვეულს”.
სუფრაზე იყო ორთქლზე მოხარშული სოკო ნივრის სოუსით, პომიდვრის და კიტრის სალათი, ცხარე წიწაკა, რბილი ყველი, შებოლილი საქონლის ხორცი, ღორის ხორცის ძეხვი, ლავაში და ახალი მწვანილის დიდი კონა.

არაყი და სადღეგრძელო
რა სომხური ჭამა-სმაა სადღეგრძელოსა და გარგარის, ვაშლის ან თუნდაც ატმის და ბროწეულის არაყის გარეშე? ამ შემთხვევაში, მასპინძლებმა სტუმრებს ვაშლის არაყი მიართვეს.
ტრადიციის თანახმად,  მათ  ჯერ სტუმრის და მათი შეხვედრის სადღეგრძელო დალიეს, შემდეგ კი მშობლების, ბებია-ბაბუის და ა.შ. ვახშამი სამ საათს გაგრძელდა, დილით ალბერტმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ გუშინდელი ჭამა- სმის შემდეგ ის ჯერ გონზე არ მოსულა. მაგრამ მას უკვე ელოდება საუზმე: ლავაში, ძეხვი, ყველი, კვერცხი, ჯემი და მაგარი ყავა …
შტუმი გაემგზავრა ხორცის მწვადისა  და ბოსტნეულის მირთმევის შემდეგ.
ბრიტანელი ირწმუნებოდა, რომ მოგზაურობა სომხეთში დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

ნახეთ მეტი
Back to top button