მთავარისაერთაშორისო

საქართველომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით

ქართულმა მხარემ პროტესტის ნოტა გაუგზავნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ამის შესახებ იუწყება „ნოვოსტი – საქართველო“.

9 ივლისს სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა  განცხადება  სადაც ის  მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, ამჟამინდელ ხელისუფლებას არალეგიტიმურად უწოდებს. მან ასევე განაცხადა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში.

„ასეთი პროვოკაციული ნაბიჯები აზიანებს ორ ქვეყანას შორის მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია ქართული მხარის საპროტესტო ნოტაში.

უფრო ადრე, უკრაინის ელჩი თბილისში იგორ დეოლგოვი იყო გამოძახებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სააკაშვილის განცხადების გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button