ანალიტიკა

მოსახლეობა გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინში – როგორია IPSOS-ის კვლევის შედეგები

,,მთავარი არხი” წერს, რომ მოსახლოება გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინში – IPSOS-ის კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა მთავარი დაკვეთა კოალიციური მთავრობაა. 99 ადგილი ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად, 46 “ქართულ ოცნებას” და 5 ადგილი “პატრიოტთა ალიანსს” – პარლამენტში 150 ადგილი იპსოსის ბოლო კვლევის მიხედვით ამ თანაფარდობით ნაწილდება. ყველა მაჩვენებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მოსახლეობას ხელისუფლების ცვლილება სურს. საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ მოსახლეობის დამოკიდებულება გამოიკვლია, სწორედ იმ პარტიების მიმართ, რომელებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრცეველს ბიულეტენში დახვდება.

კითხვაზე – რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს? ამომრჩევლის ხმები ასე გადანაწილდა – 

  • “ქართული ოცნება” – 25 % ;
  • “ნაციონალური მოძრაობა”; 
  • გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 15,5 %;
  • ევროპული საქართველო” – 5 %;
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3 %;
  • “ლეიბორისტული პარტია” – 3 %;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3 %;
  • “გირჩი” – 2,5 %;
  • “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა” – 2,5 %;
  • “ლელო საქართველოსთვის”  – 2 %;
  • “ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” – 1,5 %;
  • “თავისუფალი საქართველო” – 1 %;
  • სხვა პარტიები – 3 %;
  • 33 %-ი პირდაპირ არ პასუხობს კითვაზე ვინ არის მისი რჩეული პოლიტიკური გაერთიანება. 

ოპოზიციისთვის პოლიტიკური სურათი მარტივი ასახსნელია – 2020 წლის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებზე იცვლება ხელისუფლება და დიდი ალბათობით ქვეყნას კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს. თუ ალოკაციის მეთოდით ჩატარებულ შედეგებს შევხედავთ, ოპოზიციურ პრტიებს ერთად აღებულს ბევრად უფრო მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე “ქართულ ოცნებას” და მის მოკავშირე “პატრიოტთა ალიანსს”. 

ხელისუფლებაში მოსვლიდან 8 წლისთავზე მოსახლეობა ღია გზავნილს არაფორმალურ მმართველსაც უგზავნის – ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში კვლევის შედეგების მიხედვით მთლიანობაში 52% უარყოფითად აფასებს. ამ 52-დან კი 32%-სთვის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობა ძალიან უარყოფითად ფასდება. იგივე კითხვა მკველვარებმა გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიმართაც დასვეს – მიხეილ სააკაშვილის როლი 7-წლიანი დევნის მიუხედავად, გამოკითხულთა ნახევრის  – 50%-სთვის – დადებითია.

მიუხედავად იმისა რომ იპსოსის კვლევის შედეგები თითქმის ერთ-ერთში ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, ივანიშვილის თანაგუნდელებისთვის ის მაინც არადამაჯერებელია და ერთმნიშვნელოვნად პარტიული. არადა IPSOS-ის კვლევის კიდევ ერთი მიგნება ბოლო ორი ხელისუფლების საქმიანობაც შედარების დროს, წინა ხელისუფლების მიმართ 2-ჯერ მეტი ნდობაა. გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობა ახლანდელზე უკეთესი იყო. მხოლოდ  17% – ია ამომრჩეველთა ის ნაწილი ვინც ფიქრობს, რომ ოცნების ხელისუფლების საქმიანობა უკეთესია.

არჩევნებამდე 2 თვით ადრე წინასააჩევნო კვლევა “მთავარი არხის” დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია IPSOS-მა ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეები 10-დან18 სექტემბრამდე გამოიკითხნენ. კვლევის ცდომილება +-2,5%-ია. 

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

ნახეთ მეტი
Back to top button