კულტურამთავარი

2022 წელს ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარის კარები გაიღება

2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო ეჩმიაძინის საკათედრო ტაძრის სარემონტო სამუშაოები. ჯერ ფიქრობდნენ, რომ მოკლევადიანი სამუსაოები ჩაეტარებინათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტაძარს განახლება ესაჭიროებოდა.  ტაძრის განახლების პროექტის მთავარი არქიტექტორი ამირამ ბადიშიანი ამბობს, რომ კვლევაში მონაწილეობდა სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურიც. დაფიქსირდა, რომ ტაძრის ზარებსაც  კი  პრობლემა აქვთ, აუცილებელია ამწეების დახმარებით ზარების აწევა, ელასტიური ბალიშების დაყენება ისე, რომ ხმოვანი ტალღა ტაძრის ქვებზე ძველებური  სიძლიერით არ გავრცელდეს და არ დააზიანოს ისინი.

„კვლევამ ხუთ წელს გასტანა.  ჩვენ გვქონდა მყარიმოხსენება, რომელშიც წარმოდგენილი იყო ტექნიკური მდგომარეობა, დასკვნები და დადასტურდა, რომ ტაძრის შემდგომი არსებობის  საკითხი საფრთხეშია”, – ამბობს ამირამ ბადიშიანი.

არქიტექტორის აზრით, ტაძრის საგანგებო მდგომარეობის გასარკვევად საჭირო იყო ფრესკების დემონტაჟი, ისინი 1700-იანი წლების ფრესკებია, ნაღაშ-ჰოვნათან ჰოვთანანიანის ნამუშევრები. დემონტაჟი მოახდინეს ფრესკების აღდგენის კვლევის ცენტრის სპეციალისტებმა.

”იმისათვის, რომ ფრესკები არ დაზიანებულიყო, გადაწყდა, რომ ისინი გაეცილებინათ იმ ადგილს, სადაც უნდა განთავსებულიყო არქიტექტურული კვანძები, ეს იყო ტაძრის 4 სვეტი და 12 თაღი”, – ამბობს ცენტრის მთავარი სპეციალისტი არჟანიკ ჰოვანისიანი.  

ფრესკების დემონტაჟის შედეგად ნაპოვნია ადრინდელი პერიოდის ფრესკები, ამბობს არჟანიკ ჰოვანისიანი.

”როდესაც თაღები და სვეტები დავანგრიეთ, აღმოვაჩინეთ ჯონათანის ფრესკები, გამოვაცალკევეთ ისინი, ისინი სამომავლოდ მუზეუმში იქნება განთავსებული.

ტაძარი ბოლოს განახლდა 2000 წელს, ამბობს არქიტექტორი ამირამ ბადიშიანი, როდესაც გარემონტდა ექსტერიერი და გაწმინდეს ფრესკები. არქიტექტორის აზრით, როდესაც ტაძარი მრევლს  კარს გაუღებს, ათი წლის მშენებლობის შემდეგ ერთი შეხედვით ძნელი იქნება განსხვავების პოვნა.

„ერთი ნახვით, ვიზიტორს გაუჩნდება იდეა, რომ მშენებლობა ათი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არაფერი გაკეთებულა. ძირითადი სამუშაოები ასე ვთქვათ შესრულდა  ტაძრის საძირკველში. ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში აღმოვაჩინეთ ქუდები, რომლებიც მთლიანად თაბაშირის ქვეშ იყო და ახლა უკვე მოჩანს”, – ამბობს ამირამ ბადიშიანი

ტაძრის განახლება 2022 წელს დასრულდება. პროექტის მთავარი არქიტექტორის თქმით, ტაძარს რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში განახლება არ დასჭირდება.

ნახეთ მეტი
Back to top button