ეკონომიკამთავარი

სომხეთი და საქართველო განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ჩქაროსნული მატარებლის გაშვების შესაძლებლობას

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და მისმა ქართველმა კოლეგამ განიხილეს არაერთი ერთობლივი პროექტი ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, რკინიგზისა და ენერგეტიკის სფეროში. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჰან ქერობიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან განიხილებოდა ჩქაროსნული მატარებლის გაშვების შესაძლებლობაც. მისივე თქმით, ის საშუალებას მისცემს თბილისში მიაღწიოს ერევნიდან 2-3 საათში, რის შედეგადაც განვითარდება ტურიზმი.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, 29 ივლისს, შევხვდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათელა თურნავას. ჩვენს ქვეყნებს აქვთ შედარებით მცირე ცალკეული ბაზრები, მაგრამ ერთად ისინი შეიძლება გახდნენ უფრო მიმზიდველი რეგიონში. ამ კონტექსტში ჩვენ განვიხილეთ არაერთი ერთობლივი პროექტი ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, რკინიგზის და ენერგეტიკის სფეროებში. ჩვენ ვისაუბრეთ ჩქაროსნული მატარებლის გაშვების შესაძლებლობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ერევნიდან თბილისში ჩამოვიდეს 2-3 საათში, რის შედეგადაც განვითარდება ტურიზმი“,- წერს ქერობიანი „ფეისბუქის“ თავის გვერდზე.  

ნახეთ მეტი
Back to top button