მთავარისაერთაშორისო

სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და მკურნალობას აგრძელებს: ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტის მიმართ შეზღუდვები გააუქმა, შესაბამისად, მან პროტესტი შეწყვიტა და აგრძელებს მკურნალობას. ადვოკატის თქმით, სააკაშვილს ტელევიზორით სარგებლობა უკვე შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.

“პენიტენციურმა სამსახურმა უკან დაიხია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა დააფიქსირა ძალიან მძაფრი პროტესტი. რეალურად, პროტესტის ეს ფორმა გაჟღერებული იყო მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის შეზღუდვები ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც ეს შეზღუდვები ფაქტობრივად გაუქმდა და უკან დაიხია პენიტენციურმა სამსახურმა, ბუნებრივია, რომ ეს პროტესტის ფორმა არის ამოწურული”,- ამბობს საძაგლიშვილი.

7 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ “შურისძიება განახორციელეს”, ე.წ. დისციპლინარური ზომები დაუწესეს და შეხვედრები შეუზღუდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button