მთავარისაზოგადოება

5 წერტილში აზერბაიჯანული მხარე 100-დან 300 მეტრამდე დაწინაურდა. ეუს

2022 წლის აგვისტოში მიღწეული შეთანხმებების თანახმად, 2023 წლის 1 აპრილიდან მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფანი კორნიძორის ხიდთან უნდა დასრულდეს. 1 აპრილიდან სრ-ის ტერიტორიის ლაჩინის დერეფანთან დამაკავშირებელი მარშრუტი კორნიძორ-ტეღის მარშრუტით გაივლის მხოლოდ სრ-ს ტერიტორიით, ნათქვამია სრ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ 2022წ. აგვისტოს შემდეგ ლაჩინის დერეფნის სომხეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი კორნიძორის ხიდის შემდეგ კვლავ გადიოდა აზერბაიჯანის ტერიტორიით. გზის იმ ნაწილს მთელ სიგრძეზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული სამშვიდობო ძალები აკონტროლებდნენ.

„სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გუშინ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის მესაზღვრეები ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე საზღვრის ორივე მხარეს მარტის ბოლო დღეებში უნდა განლაგებულიყვნენ.

განლაგების დროს გამოჩნდა რუქის კითხვათსხვაობა. ზოგ ადგილას აზერბაიჯანულმა მხარემ წინასწარ შეთანხმებული კორექტირების დალოდების გარეშე, დაიწყო პოზიციონირება და ჩაატარა საინჟინრო სამუშაოები.

სომხური მხარის გათვლებით, არსებობს ხუთი ასეთი წერტილი, სადაც აზერბაიჯანული მხარე საზღვრიდან 100-დან 300 მეტრამდე დაწინაურდა. ახლა შეთანხმდნენ, რომ სიტუაციას ორივე მხარის კარტოგრაფები გამოასწორებენ.

სომხური მხარე სიტუაციას ესკალაციის დაუშვებლობის ლოგიკით უდგება.

პრობლემურ ტერიტორიაზე სრ არმიას პოზიციები არ ჰქონდა, რადგან პოზიციები განლაგებულია არა სასაზღვრო ხაზზე, არამედ მიმდებარე სტრატეგიულ სიმაღლეებზე. საზღვრის ამ ნაწილის დაცვა კი, ზემოაღნიშნული შეთანხმებით, უნდა გადაეცეს სასაზღვრო ჯარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button