საერთაშორისო

ეროვნული უმცირესობების „კარგი ცხოვრება“ აზერბაიჯანში

„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხების ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ოკუპაციის წლებში“- ამბობს ილჰამ ალიევი, იმავდროულად, ქვეყნის ეროვნული  უმცირესობები იმ ქვეყანაში, რომელსაც ლჰამ ალიევი მეთაურობს,  სულ სხვა პირობებში ცხოვრობენ.

“ჩვენი სახელია მათხოვარი”

აზერბაიჯანის ევლახის ქურთულ უბანს დაჟინებით უწოდებენ “ბოშების” უბანს, თუმცა თავად მოსახლეობა თავს ქურთებად მიიჩნევს.

ნავთობითა და გაზით მდიდარ აზერბაიჯანის ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანები მოკლებულია ცხოვრების ელემენტარულ პირობებს: არ აქვთ ელექტროენერგია, გაზი, კანალიზაცია, ასფალტირებული ქუჩები. სიღარიბის გამო ათობით მრავალშვილიან ოჯახს არ შეუძლია შვილების სკოლაში გაგზავნა, არასრულწლოვანები განათლების მიღების ნაცვლად ყოველდღიურ პურს მშობლებთან ერთად მათხოვრობით ან, საუკეთესო შემთხვევაში, ჯართის შეგროვებით მოიპოვებენ.

„თუ მთავრობა ჩემს შვილებს ფეხსაცმელს, საჭმელს, ტანსაცმელს მისცემს ან ფულს მივიღებ, სამათხოვროდ არ გავალ“, – გულფარი მამედოვა გაჭირვებით დათანხმდა რადიოსადგურ Azatutyun-ის აზერბაიჯანულ სამსახურთან საუბარს. მისი თქმით, ყოველთვის, როცა ის საკუთარ პრობლემებზე საუბრობდა, ან თანამემამულეები დასცინოდნენ, ან პოლიცია ახორციელებდა ზეწოლას ალიევის კრიტიკისათვის.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ არა მხოლოდ მამედოვა, არამედ მისი თემის მრავალი სხვა წარმომადგენელიც იმედგაცრუებულია და განაწყენებულია აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან მათი უგულებელყოფისა და ზიზღის გამო. ისინი ერთხმად საუბრობენ მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაზე: არც მათ და არც მათ შვილებს არ მიუღიათ განათლება, არ აქვთ სამსახური, სახელმწიფო არ აინტერესებს მათ. ჩივილების ჩამოთვლისას ერთ-ერთი მცხოვრები დანგრეული ოთახის კედელზე აზერბაიჯანის დროშაზე მიუთითებს, რომელიც ნაგავსაყრელზე საკვების ძებნისას იპოვა.

„ჩვენ, აზერბაიჯანის მუსულმან ერს არ შეეფერება ნაგვის ურნაში პურის ძებნა. რა ხდება, როცა მათხოვარი ხარ? ჩვენი სახელია მათხოვარი…“.

„აქ ვცხოვრობ, გაზი არ მაქვს, დენი არ მაქვს. რამდენჯერ მივმართე {ხელისუფლებას}? მოგვცეს  20 მანეთი, 10 მანეთი და გამოგვიშვეს. არავის არ შეუმოწმებია რა პირობებში ვცხოვრობ. მე ვუთხარი: მობრძანდით და ნახეთ, არანაირი პირობა არ მაქვს. გაზი არ მაქვს, ღუმელი არ მაქვს, ერთი ღმერთია ჩემი პატრონი. ერთ ღამეს ამ სახლში ვატარებ, ერთს მის სახლში. ყველგან მივმართე, ვუთხარი, არავის უნდა ჩემი ტკივილის გაზიარება…“

„მრავალშვილიან დედებს ყოველთვიური დახმარება სჭირდებათ, არ აძლევენ, არ ეხმარებიან ქურთებს, არ იღებენ ბავშვებს სკოლებში, ბავშვები ხდებიან მაწანწალა. ბევრს არ შეუძლია ჯარში მსახური, რადგან წერა-კითხვა არ იცის…“

ეროვნული უმცირესობების დაცვა აზერბაიჯანის მთავრობის ვალდებულებაა არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ მრავალი საერთაშორისო კონვენციითაც. კერძოდ, არსებობს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულება ენის დაცვისა და შენარჩუნების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ჯერ კიდევ 1992 წელს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას ავალდებულებს განავითაროს ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენა.

ბუდუღური ენა  მალე გამოჩნდება ენების წითელ წიგნში

თუმცა, ბუდუღური ენა აზერბაიჯანში შემორჩენილია არა იმ განკარგულების გამო, არამედ ხანდაზმულთა სიმცირის გამო, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ, მაგრამ ექსპერტების აზრით, ეს ენა უკვე სიცოცხლის ბოლო წლებს ატარებს. 1994 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აზერბაიჯანში ბუდუღური ენის მცოდნე ადამიანების რაოდენობა მხოლოდ 5 ათასია.

„ბუდუღეური  ჩემი მშობლიური ენაა. ზეპირობის კარგი უნარი მაქვს,  კარგი მეხსიერება მაქვს და ენა დღემდე შევინარჩუნე“.

90 წლის ინტიზარ კარიმოვა ამბობს, რომ თავისთანატოლებთან და შვილებთან მშობლიურ ენაზე ურთიერთობს. ამბობს, რომ შვილიშვილებს და შვილთაშვილებს მხოლოდ რაღაც სიტყვები ესმით, ლაპარაკი არ იციან, რომ აღარაფერი ვთქვათ წერა. ჩვენს  ენაზე არცერთი წიგნი არ არის გამოცემული, არც სპეციალისტები არიან მომზადებული.

ენათმეცნიერი ადიგოზელ ჰაჯიევი, რომელიც აზერბაიჯანში ამ ენის შესწავლით არის დაკავებული, აცხადებს, რომ ბუდუღური ენა მალე ენების წითელ წიგნში მოხვდება, მთავრობას არ გაუკეთებია ძალისხმევა ამ ენის გაქრობის თავიდან ასაცილებლად. „ეს ენა ქრება. არსებობისთვის წერაა საჭირო,  მერე იქნებ იცოცხლოს“, – ვარაუდობს სპეციალისტი.

„თალიშებისგან საფრთხეს გრძნობენ, რადგან თალიშებს სომხების მსგავსი ისტორია აქვთ“

აზერბაიჯანში ენის პრობლემას მხოლოდ მცირე ეთნიკური ჯგუფები არ უჩივიან. თალიშებისთვის ეს მხოლოდ ერთ-ერთი პრობლემაა. ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტები, ევროპის საბჭოდან დაწყებული Human Rights Watch-ით დამთავრებული, წლების განმავლობაში საუბრობენ ხელისუფლების რეპრესიებზე ამ უმცირესობის წინააღმდეგ მულტიკულტურულ აზერბაიჯანში. დამოუკიდებელი წყაროები აცხადებენ, რომ აზერბაიჯანში თალიშები აწყდებიან იდენტობის შენარჩუნების პრობლემას, სეპარატიზმში უსაფუძვლო ბრალდებებს და მოკლებული არიან საკუთარ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობას. იმ ქვეყანაში თალიშების რაოდენობაც კი პრობლემურია: 2009 წლის აღწერით 112 ათასია, ზოგიერთი სპეციალისტის, თემის წარმომადგენლის აზრით კი ეს რიცხვი რეალურად დაახლოებით ათჯერ მეტია.

თალიში ჟურნალისტი და უფლებადამცველი რაჰიმ შალიევი „თავისუფლების“ სომხურ სამსახურთან საუბარში აცხადებს, რომ ალიევის ადმინისტრაცია აშკარად დისკრიმინაციას უწევს თალიშებს, პირველ რიგში ცდილობს თალიშების ასიმილაციას. შალიევი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ემიგრაციაში წავიდა აზერბაიჯანიდან, რათა თავიდან აეცილებინა სამართალდამცავების დევნა. მისი თქმით, წლების განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლება თრგუნავდა თალიშების პოლიტიკურ საქმიანობას, აპატიმრებდა თემის ლიდერებს, ახორციელებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას მრავალი ადამიანის მიმართ და აკრძალა კიდეც ქვეყანაში სახელწოდება „თალიში“.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა ოფიციალურად იძლევა სკოლებში თალიშებისთვის სწავლის შესაძლებლობას, პრაქტიკაში ასეთი რამ არ არსებობს. წადით სკოლებში, ნახავთ, რომ ასეთი კლასები არ არის. აზერბაიჯანში აკრძალულია სახელის „თალიშის“ გამოყენება, ანუ ბავშვს ვერ დაარქმევ სახელს „თალიში“. იგივე აკრძალვა არ არსებობს, მაგალითად, თურქების შემთხვევაში. ეს არ არის დისკრიმინაცია? ასეთი დამოკიდებულება თალიშების შემთხვევაში აიხსნება იმით, რომ ისინი გრძნობენ საფრთხეს თალიშების მხრიდან, რადგან თალიშებს, ისევე როგორც სომხებს, აქვთ ისტორია, ჰქონდათ სახელმწიფო, აქვთ კულტურა, რაც ალიევის რეჟიმს საფრთხედ მიაჩნია“, –  ამბობს შალიევი.

ალიევის სიტყვებს არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ ადასტურებს

მაშინ, როცა აზერბაიჯანის ლიდერი სომხებს უფლებებსა და კეთილდღეობას ჰპირდება მაღალი ტრიბუნებიდან და ამაყობს „მულტიეთნიკურ აზერბაიჯანში გამეფებული ტოლერანტობის მაღალი დონით“, არც ერთი ავტორიტეტული სტრუქტურა არ ადასტურებს ამ სიტყვებს.

ევროპარლამენტი ამტკიცებს, რომ ალიევის ადმინისტრაცია არ ასრულებს თავის ვალდებულებას ეთნიკური უმცირესობების: ლეკების, თალიშების, სომხების და ქურთების უფლებების დაცვაში.

უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი (MRG), რომელიც ეთნიკური უმცირესობების საკითხებს ეხება, ასევე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის უმცირესობები, თალიშები, ლეზგიები და ქურთები ექვემდებარებიან დისკრიმინაციას და შეზღუდვებს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის შეფასებით, ალიევის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყანაში ამ იმიჯის შესაცვლელად არასაკმარისია.

ნახეთ მეტი
Back to top button