საერთაშორისო

ვინ არის ქურთი ჰაკან ფიდანი, თურქეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯაშუშური უფლებამოსილებით -კომენტარი

თურქეთის ჩრდილოვანი და თავშეკავებული დაზვერვის უფროსი, ჰაკან ფიდანი, აპირებს ყურადღების ცენტრში მოექცეს ქვეყნის დიპლომატიის სადავეებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ის ახლახან საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა მევლუთ ჩავუშოღლუს შემცვლელად, იუწყება factor.am-ი  Al Monitor-ზე დაყრდნობით. ფიდანი, რომელიც თურქეთის ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოს (MIT) 2010 წლიდან ხელმძღვანელობს, დიპლომატიური სამყაროსთვის უცხო არ არის. ბოლო წლებში, როგორც ჯაშუშობის ოსტატი, იგი ეწეოდა კულისებს მიღმა დიპლომატიას მოკავშირეებთან და მტრებთან მთელს მსოფლიოში. 54 წლის ფიდანი ერთ-ერთია თურქეთის პრეზიდენტის იმ მცირერიცხოვან პირთაგან, რომელიც 2003 წლიდან ერდოღანის პრემიერ-მინისტრობის შემდეგ მუდმივად იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს. დაზვერვის უფროსის თანამდებობამდე ის მაშინ იყო პრემიერ მინისტრ ერდოღანის სპეციალური წარმომადგენელი ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) და თურქეთის მთავრობას შორის არსებულ სამშვიდობო პროცესში. MIT-ის წინამორბედთან, ემრე ტანერთან და სხვა დაზვერვის ჩინოვნიკებთან ერთად, ფიდანი, რომლის მამა, სხვათა შორის, ქურთია, მონაწილეობდა 2009 წელს PKK-ის მაღალი დონის ლიდერებთან მოლაპარაკებებში. სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე გაგრძელდა, მიზნად ისახავდა ქურთული პრობლემის გადაწყვეტას ჯგუფის განიარაღებით.

თუმცა, ფიდანის მოღვაწეობა MIT-ში რთულად დაიწყო 2010 წელს დასავლურ და ისრაელურ მედიაში კრიტიკული სტატიების გამო, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ მის ლოიალობას თურქეთის ტრადიციული პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და ისრაელის მიმართ. ისრაელის თავდაცვის განსვენებულმა მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა საჯაროდ გამოთქვა წინააღმდეგობა მის დანიშვნასთან დაკავშირებით. ბარაკმა განაცხადა, რომ ფიდანს მჭიდრო კავშირები აქვს ირანთან. ფიდანის მმართველობის შემდგომ წლებში MIT გახდა დიალოგის ერთადერთი არხი თურქეთსა და ისრაელს, ისევე როგორც სხვა რეგიონულ ძალებს შორის, რომლებთანაც ანკარასთან ურთიერთობა გაუარესდა. ფიდანი ასევე რამდენჯერმე შეხვდა თავის სირიელ კოლეგებს მაღალი დონის პოლიტიკური მოლაპარაკებების დროს ანკარასა და დამასკოს შორის, რომელიც რუსეთის შუამავლობით 2022 წელს გაიმართა. მედია იუწყება, რომ ფიდანი საზოგადოებისთვის საიდუმლოდ რჩება, რადგან ის მეტად თავშეკავებულია. ხელისუფლებაში მუშაობის მანძილზე მას ინტერვიუ არ მიუცია. ის ასევე გახდა ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ერდოღანსა და მის ერთ დროს მოკავშირის, შემდეგ კი მტრად ქცეულ  ფეთჰულა გიულენს შორის, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს. 2012 წელი ფიდანის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა ერდოღანისა და გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებით. თურქმა პროკურორმა დაკითხვაზე დაიბარა ფიდანი და დაზვერვის სხვა მაღალჩინოსნები და დაადანაშაულა ისინი „ტერორისტულ“ კავშირებში PKK-თან მოლაპარაკებებში მათი როლის გამო. ამ ნაბიჯმა გამოიწვია დიდი დაპირისპირება ქვეყნის დაზვერვასა და სასამართლო სისტემას შორის. ერდოღანის მითითებით, ფიდანმა და სხვა დაზვერვის თანამშრომლებმა უარი თქვეს დამორჩილებოდნენ გამოძახებას. დაპირისპირების შემდეგ, ერდოღანის მმართველმა პარტიამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც საიდუმლო ორგანოს აძლევს იურიდიულ საფართველს და აფართოებს მის უფლებამოსილებებს. პროკურორი, რომელმაც ფიდანი და მისი კოლეგები დაკითხვაზე დაიბარა, მოგვიანებით გაასამართლეს გიულენის მოძრაობასთან კავშირში 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ფიდანს კარიერის დასაწყისიდანვე მიაწერენ გიულენელებთან  ფრთხილ მიდგომას. 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქული დაზვერვა სათავეში ჩაუდგა გიულენელების  სახელმწიფო ბიუროკრატიის დევნას და განდევნას. გარდა ამისა, ფიდანის ხელმძღვანელობით MIT-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქეთის ბრძოლაში სირიის ქურთების წინააღმდეგ. ფიდანი ასევე ახლდა ერდოღანსა და ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს გახმაურებულ საგარეო ვიზიტებში, განსაკუთრებით ვაშინგტონსა და მოსკოვში. მედია გამოცემა ასევე წერს, რომ სამხედრო განათლების მქონე ფიდანი გერმანიაში ნატოს სწრაფი რეაგირების კორპუსის დაზვერვისა და ოპერაციების სარდლობაში მსახურობდა. მისი დებიუტი საჯარო სამსახურში შედგა 2003 წელს, როდესაც დაინიშნა ქვეყნის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელად, 2007 წლამდე, სანამ არ გახდა მაშინდელი პრემიერ მინისტრის ერდოღანის მოადგილე და სპეციალური წარმომადგენელი. დავამატოთ, რომ ჰაკან ფიდანს MIT-ში ერდოღანის პრესსპიკერი და მთავარი მრჩეველი იბრაჰიმ კალინი შეცვლის.

ავტორი:  ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button