ანალიტიკა

ევროკავშირი ერევნის, თბილისისა და ბაქოს ერთდროულად გაწევრიანებას განიხილავს. ანალიტიკოსი

ევროკავშირსა და სომხეთს შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირების საკითხის ფარგლებში, ეროვნული ასამბლეის ფრაქციის „სომხეთის“ დეპუტატი არმენ რუსტამიანი დაინტერესებულია ხელშეკრულებაში ჩაწერილია თუ არა სომხეთის უფლებები?

სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი ხაზს უსვამს, რომ ერევანს აქვს არა მხოლოდ ვალდებულებები, არამედ უფლებებიც: „ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებაში მხოლოდ სომხეთის ვალდებულებებია ნახსენები. რა უფლებები აქვს სომხეთს ამ ვალდებულებების გარდა, რა კონკრეტული უფლებები აქვს სომხეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, მაგალითად, შეწყვეტასთან დაკავშირებით?“

„შეთანხმების დადება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის მისიის ქმედებები და ზოგადად მისი ყოფნა სომხეთში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სომხეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხოლო უფლებების თვალსაზრისით შეთანხმებას აქვს დებულება, რომ სომხეთს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, და აქ სუვერენიტეტთან დაკადვშირებით საკითხი არ არის“, – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

„სომხეთში ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ“ შეთანხმებას სომხეთსა და ევროკავშირს შორის 2023 წლის 20 ნოემბერს მოეწერა ხელი. მანამდე, გასული წლის დასაწყისში, ევროკავშირმა დაამტკიცა სომხეთში ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგება, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის დამკვირვებლები სომხეთში 2023წ. თებერვლიდან ჩავიდნენ, წლის ბოლოს უკვე გადაწყდა დამკვირვებელთა რაოდენობის 138-დან 209-მდე გაზრდა.

გასული წლის დასაწყისში, როდესაც სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროკავშირის დამკვირვებლების განლაგების საკითხი განიხილებოდა, ბევრს არც კი უფიქრია, რომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ევროპარლამენტი მიიღებს რეზოლუციას, რომ დროა დაიწყოს დიალოგი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ და მოუწოდებს ევროპარლამენტარებს განიხილონ სომხეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა, რაც გასულ კვირას მოხდა.

პოლიტოლოგმა მანველ ღუმაშიანმა „რადიოლურთან“ საუბარში აღნიშნა, რომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერევანმა მიიღო გადაწყვეტილება ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის შესახებ.

„იმავე „ზვართნოცში“, სადაც რუსი მესაზღვრეები არიან განლაგებული, ისინი აკონტროლებენ ევროკავშირის თავისუფალ შესვლას და გამოსვლას და იქ არის საფრთხე. რატომ არ იყო აქამდე ცნობილი, როდის უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები? ევროკავშირმა თქვა, რომ სხვა ქვეყანამ არ უნდა გააკონტროლოს ჩვენი ქვეყნის თავისუფალი შემოსვლა-გასვლა, რადგან ეს ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხია“.

პოლიტიკური ანალიტიკოსი საკითხს განიხილავს არა მხოლოდ საჰაერო, არამედ სახმელეთო საზღვრის მეშვეობით ევროკავშირთან თავისუფალი შესვლის კონტექსტში და მაგალითად მიუთითებს თურქეთის საზღვრით ევროკავშირის თავისუფალი შესვლისთვის დაბრკოლებებზე.

„თუ ხვალ საჭირო იქნება, რომ ევროკავშირმა არა მხოლოდ „ზვართნოცით“ გადაკვეთოს საზღვარი, არამედ ჰიპოთეტურად ვიტყვი, მაგალითად, საქართველო ან თურქეთი ევროკავშირის წევრი გახდა და ისევ რუსეთის ფედერალური უშიშროების ოფიცრები დგანან იქ თურქეთთან საზღვარზე, და კიდევ ამიტომ შეიძლება შეჩერდეს მისი ევროკავშირში შესვლა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა“.

მანველ ღუმაშიანი თითქმის დარწმუნებულია, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ლიბერალიზაციისკენ პრაქტიკული ნაბიჯები უკვე მომავალი წლის დასაწყისში შეიძლება ვიხილოთ, ამ წლის ბოლოსთვის ამის უფრო გარკვევით თქმა იქნება შესაძლებელი, ფიქრობს ჩემი თანამოსაუბრე.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგი გევორგ ღუკასიანი სომხეთის მიერ ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტას პოლიტიკურ მიზანშეწონილობას უწოდებს, ამავე დროს ასევე ახსენებს ევროკავშირის შეშფოთებას რეადმისიის რისკებთან დაკავშირებით.

„საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკავშირის საბჭოში იყო მოსაზრებები, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალი მიგრაციული პრობლემები და არ ვიცი, როგორია ამ პრობლემების შეფასება ახლა ევროკავშირის საბჭოში, ხედავენ თუ არა ამჟამად ასეთი პრობლემები არის თუ არა, მაგრამ ასეთი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ სრ-ს აქვს ვალდებულებები რეადმისიასთან დაკავშირებით“.

სრ-ს აქვს ვალდებულება ევროკავშირში არალეგალურად მყოფთა მიღებაში, განმარტავს ექსპერტი.

ხოლო ევროკავშირში სომხეთის ევროინტეგრაციის წევრობის სტატუსის სესაძლებლობის საკითხში, ანალიტიკოს ღუმაშიანის თქმით, ევროკავშირი სომხეთის ცალკე  ევროინტეგრაციის შესაძლებლობას კი არ განიხილავს, არამედ სომხეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ერთად, შესაძლოა ევროკავშირმა გადადგას ნაბიჯები მთელი სამხრეთ კავკასიის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ევროკავშირი ამბობს:

„ევროკავშირი შეეცდება აზერბაიჯანიც აიყვანოს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, საიდანაც აზერბაიჯანი გაირიცხა. ვფიქრობ, ეს იქნება რთული და ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაც იყო 30 წლის წინ, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები მიიღეს ევროკავშირის წევრებად“.

ჩემი თანამოსაუბრის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მრავალი წელია ცდილობს ევროინტეგრაციის მიმართულებით, არ არის გამორიცხული, რომ სომხეთმა, საქართველოსთან ერთად, გადადგას ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობიდან ევროკავშირის წევრობისკენ.

ნახეთ მეტი
Back to top button