საზოგადოება

ეროვნულმა კრებამ პირველი მოსმენით მიიღო პროექტი 3 აგვისტოს ეზიდთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ დაწესების შესახებ

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მიიღო პროექტი 3 აგვისტოს სინჯარში ეზიდების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ.

„ARMENPRESS“-ის  ინფორმაციით, „სომხეთის რესპუბლიკის დღესასწაულებისა და ხსოვნის დღეების შესახებ“ კანონში დამატების შეტანის შესახებ კანონპროექტი ერთხმად იქნა მიღებული 88 ხმით.

პროექტი მმართველი ფრაქციის “სამოქალაქო შეთანხმების” ეზიდი დეპუტატმა რუსტამ ბაკოიანმა წარადგინა.

პროექტის მეორე მოსმენით განხილვა 16 აპრილს არის დაგეგმილი.

2014 წლის 3 აგვისტოს ტერორისტული ჯგუფის „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმები ერაყის ქალაქ სინჯარზე, იეზიდებით დასახლებულზე მოხდა, სადაც სამი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შიმშილის, წყურვილის და გაუსაძლისი სიცხის შედეგად მთაში თავშეფარებული  ათასამდე ადამიანი დაიღუპა, 200 ათასზე მეტი იეზიდი გახდა ლტოლვილი, გაიტაცეს 13-დან 56 წლამდე 5000-მდე ქალი და გოგონა. ისლამის მიღება და ჯიჰადისტებთან ქორწინება ამ უკანასკნელის გადარჩენის წინაპირობა იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button