პოლიტიკა

ყარაბაღის მე-2 ომში სომეხი ჯარისკაცები ისრაელის იარაღით დაიღუპნენ  – ირანის ელჩი

ზოგიერთი ევროპული საელჩო ერევანში ავრცელებს თავისი ქვეყნის ლიდერების ცალმხრივ და არასწორ პოზიციას ტვიტერის გვერდებზე სომხურ და სპარსულ ენებზე ირანის იურიდიულ პასუხთან დაკავშირებით (ისრაელის მიმართ – რედ.). ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ 16 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მათ სურთ სომეხი ხალხის დაუქვემდებარონ მათ  ყალბ პოლიტიკურ გავლენას  და მოახდინონ  ირანის დისკრრიმინაცია  სომხურ საზოგადოებრივ აზრში. მე მათ ვურჩევ, შეწყვიტონ ეს თვალთმაქცობა და არ ეცადონ სომხეთის ჩართვას თავიანთ გეოპოლიტიკურ კონფლიქტებში.

მათ აქ იციან, რომ სიონისტური რეჟიმი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და რომ ყარაბაღის მეორე ომში სომეხი ჯარისკაცები ისრაელის იარაღით დაიღუპნენ.

ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. თქვენი საქციელი და თქვენი ალოგიკური მხარდაჭერა ბოროტი რეჟიმისადმი აბსოლუტურ ბოროტებას ჩვეულებრივად აქცევს.

თუ თქვენ ეძებთ სტაბილურობას, იყავით გულწრფელი. ტერორიზმი არ არის კარგი ან ცუდი. ეს შერჩევითი მიდგომა მხოლოდ ხელს უწყობს სიონისტური რეჟიმის ავანტიურიზმს და რეგიონი  ომამდე მიჰყავს.

ირანის პოლიტიკა ეფუძნება მშვიდობისა და მეგობრობის ღერძს. ჩვენი გზავნილი რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის არის მშვიდობა, უსაფრთხოება და პროგრესი ყველა ქვეყნისთვის.

„სამეზობლო პოლიტიკა ირანის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, – აღნიშნა ელჩმა.

ნახეთ მეტი
Back to top button