პოლიტიკა

არცახში ყოველდღიურად ნადგურდება მსოფლიო ცივილიზაცია

ძეგლთა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) რეკომენდაციით, იუნესკო 1983 წლიდან 18 აპრილს აღნიშნავს ძეგლთა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღეს. მიზანია კაცობრიობის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ძეგლების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის საჭირო ძალისხმევა.

„მთელ მსოფლიოში ძეგლების მნიშვნელობას სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებით აფასებენ. ამ ყველაფრის პარალელურად, ოკუპირებულ არცახში აზერბაიჯანის სახელმწიფო რეჟიმი მთელი მსოფლიოს თვალწინ ანადგურებს ცივილიზაციურ ფასეულობებს, რომლებიც პლანეტის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. განადგურების და მითვისების საფრთხის ქვეშ იმყოფება არცახის მთელი კულტურული მემკვიდრეობა.

ამ საერთაშორისო დღეს კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ, რომ მსოფლიო ცივილიზაცია არცახში ყოველდღიურად ნადგურდება. თუ მკაფიო ნაბიჯები არ გადაიდგმება, პლანეტა დაკარგავს განსაკუთრებულ კულტურულ ფასეულობებს“, – გვაფრთხილებს აზერბაიჯანოლოგი, ჰაიქის კულტურის ომბუდსმენი  ჰოვიკ ავანესოვი.

ნახეთ მეტი
Back to top button