კულტურა

ჯივანისა და ტერიანის დღეები ჯავახეთში

20 და 21 ივლისს, ჯავახეთის სოფლებში კარზახსა და განძაში, სრ მეცნიერების, განათლებისა, კულტურისადა სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, „ჯავახეთის დახმარების ფონდი“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ორგანიზებას უწევს ჯივანისა და ტერიანის დღეებს.  

ღონისძიების ფარგლებში სადღესასწაულო კონცერტით გამოვა  სომხეთის საზოგადებრივი რადიოს აშუღური სიმღერის დამსახურებული ანსამბლი „საიათ-ნოვა“, ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალის სტუდენტები, ცნობილი მომღერლები და ცეკვის ანსამბლები. ადგილი ექნება აშუღთა კონკურსს, რომლის მიზანიცაა აღადგინოს სომხური კულტურისათვის დამახასიათებელი ეს ტრადიცია, რაც ხელს შეუწყობს აშუღური ხელოვნების შემდგომ განვითარებასა და გავრცელებას.

ნახეთ მეტი
Back to top button