მთავარიპოლიტიკა

აღიარეთ არცახი. სომხებმა დიდი მსვლელობა გამართეს თბილისში

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ საქართველოს სომეხმა მოქალაქეებმა თბილისში გამართეს მასობრივი საპროტესტო მსვლელობა არცახის და სომხეთის მხარდასაჭერად.

მათ განაცხადეს, რომ 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა ღიად დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა არცახზე, რომლის მიზანი იყო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ომით მოგვარება.

მსვლელობის მონაწილეებმა  თბილისის ქუჩები გაიარეს პლაკატებით, რომელზეც ეწერა “არცახი სომხეთია” და “აღიარეთ არცახი”.

აქციის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც კერძოდ ნათქვამია: ”ომი კვლავ გრძელდება, ის გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ.”

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი განზრახ ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ ქართული მედიისგან დაიცვან საქართველოს ხელისუფლების მიერ მიუკერძოებელი პრინციპი. ხოლო საქართველოს სომხებს მოუწოდებდნენ, არ ყოფილიყვნენ პროვოცირებული.

საპროტესტო მსვლელობა დასრულდა სომხურ სამოციქულო წმიდა ეჯმიაძინის ეკლესიასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სომხების ორგანიზებით მეორე აქცია, რომელიც ჩაატარეს საქართველოს დედაქალაქში 27 სექტემბერს არცახში დაწყებული ომის დროს.

პირველი მიტინგი ჩატარდა 1 ოქტომბერს ქართულ ტელეკომპანია “მთავარის” შენობასთან, სამართლიანი გაშუქების მოთხოვნით.

ნახეთ მეტი
Back to top button