ანალიტიკამთავარი

საქართველო თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის სიმძიმის ქვეშ იძირება

როგორც Infoteka24.ru წერს, ბოლო პერიოდში თურქეთ-აზერბაიჯანის დუეტის ძალისხმევა განსაკუთრებით კონცენტრირებულია საქართველოს გარშემო. ბაქო ღიად ეწინააღმდეგება იარაღის მიწოდებას საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისაკენ, ხოლო თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან აზერბაიჯანს საქართველოს გავლით მუდმივად მიეწოდება იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ალიევი იმასაც   კი აკეთებს,  რომ  კარნახობს  საქართველოს, თუ რა უნდა გაატაროს  მისი ტერიტორიით  და რა არა. ოქტომბრის ბოლოს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ასევე აქტიურად მონაწილეობენ ანკარა და ბაქო, რომლებიც მუშაობენ მისთვის სასარგებლო კანდიდატების წინ წასაწევად.

ბაქომ და ანკარა  უკვე დიდი  ხანია ერევიან  საქართველოს ეკონომიკურ, კულტურულ და ისტორიულ საკითხებში, მათ ხელთ  უპყრიათ  გავლენის ბერკეტები. დავა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უნიკალური სამონასტრო კომპლექსის “დავით გარეჯის” გარშემო დღემდე არ წყდება. “დავით გარეჯი” მნიშვნელოვანი რგოლია აზერბაიჯანის მიერ მოგონილ მისი წარმოშობის “სიძველის” თეორიაში. დავით გარეჯის მითვისების  შემდეგ, ბაქოს სერიოზული კოზირი ექნება აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის ეთნოგენეზის საკითხის  შემდგომი გაყალბებისთვის, რომელსაც მხოლოდ 102 წლის ისტორია აქვს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის აგრესიული პოლიტიკის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ  დაადასტუროს აზერბაიჯანელების  ამიერკავკასიის უძველს მკვიდრებად  ყოფნა.

ამასობაში, თბილისის დამოკიდებულება ანკარასტან  და ბაქოსთან უარესდება. თურქული ენა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. თურქული კომპანიები მართავენ საერთაშორისო აეროპორტებს ბათუმსა და თბილისში, აშენებენ სამრეწველო საწარმოებს, სასტუმროებს, ღია კვების ობიექტებს, თურქეთიდან მუშახელი ჩამოყავენ, ხოლო ამავე დაწესებულებებში მომუშავე საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეები იძულებულნი არიან დაკმაყოფილდნენ  დაბალანაზღაურებადი სამუშაოებით. თურქული ორგანიზაციები ასევე ფლობენ ენერგეტიკულ საწარმოებს საქართველოში, ხოლო აზერბაიჯანული ორგანიზაციები სპეციალიზირებულნი არიან SOCAR– ის ავტოგასამართი სადგურებში, უძრავ ქონებაში, პირველ რიგში თბილისში სასტუმროების ბიზნესში, აგრეთვე ზღვისპირა ქალაქებში. საქართველო ამჟამად აზერბაიჯანზეა დამოკიდებული ენერგიით: ქვეყანაში იმპორტირებული ნავთობისა და გაზის 80-90% მოდის აზერბაიჯანზე, რომელსაც ახორციელებს კომპანია SOCAR-ი.

რუსული გავლენის თავიდან აცილების მიზნით, საქართველო აღმოჩნდა თურქეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოკიდებულებაში. საერთაშორისო ენერგეტიკისა და სატრანსპორტო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა და პოლიტიკური ურთიერთობების მაღალი დონე აშკარად არ ასტიმულირებდა ამ ქვეყნებში ქართული საქონლის ექსპორტს. უფრო მეტიც, ქართული ბაზარი დატბორილია თურქული საქონლით.

შორიდან ისე მოსჩანს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის კავშირი მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკაში. ამასთან, სინამდვილეში, ეს ეკონომიკური ბერკეტები გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, საქართველოს ხელისუფლების მანიპულირებისთვის, იმდენად, რამდენადაც ისინი გავლენას ახდენენ მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ბაქოს ოფიციალური ხელისუფლების პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს შორის აღინიშნება, კერძოდ, აზერბაიჯანული დიასპორის აქტიური მონაწილეობა ქვეყნის  შიდა  სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებში, ლობისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობში.

ანკარა, თავის მხრივ, კიდევ უფრო შორს წავიდა და წყვეტს შეუძლია თუ არა საქართველოს ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნა (მაგალითად, დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავი, 1121 წლის 12 აგვისტო). ამიტომ შესაძლებელია, რომ გარკვეული დროის შემდეგ გადაწყდეს 1944 წელს საქართველოდან დეპორტირებული თურქ-მესხების დაბრუნების საკითხი მესხეთში.

ერთ – ერთმა მაღალჩინოსანმა, ანონიმურობის პირობით, გამოთქვა მოსაზრება, რომ თუ არაფერი შეიცვლება, თურქულ -აზერბაიჯანული რგოლი  შეიძლება მალე შეიკრას და ჩამოაყალიბოს დემოგრაფიული სარტყელი, სადაც  საქართველოს ტერიტორიით ერთმანეთს დაუკავშირდება აზერბაიჯანი  და თურქეთი.

საერთო სურათი ნათელია: აზერბაიჯანსა  და თურქეთს გააჩნიათ სანუკვარი გეგმა საქართველოს მშვიდობიანი დაპყრობის  შესახებ. ამაზე ირიბად მიუთითებს საქართველოში ნახევარ მილიონიანი აზერბაიჯანული და თურქული დიასპორის არსებობა , რომლებიც თავაწეული  ცდილობენ საქართველოს მთავრობას პოლიტიკური წესრიგი უკარნახონ.

 ვინ იცის  მოვლენები როგორ განვითარდება,   მანამდე კი  ამ მშვენიერი ქვეყნისთვის, რომელსაც  ქართველები უწოდებენ „საქართველოს“, ხომ არ შეგვეცვალა სახელი  და დაგვერქვა  „SOCARთველო“?

წყარო: Infoteka24.ru

ნახეთ მეტი
Back to top button