ანალიტიკამთავარი

აზერბაიჯანი თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებს: ეგვიპტელი ანალიტიკოსი აქ თურქულ ხელწერას ხედავს

აზერბაიჯანის საბრძოლო რიტორიკა და ბრალდებები სომხეთის წინააღმდეგ  მიგვანიშნებს, რომ ბაქო ამზადებს ნიადაგს შეტევისთვის. აზერბაიჯანის ბოლოდროინდელი რეგიონული მოვლენების გაანალიზებით,  სააგენტო «Realist Arabic»-ის მთავარი რედაქტორი, ანალიტიკოსი დოქტორი  ამრ ელდიბი,  მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი ემზადება შეტევისთვის უახლოეს მომავალში.

„აზერბაიჯანი ამგვარი ქმედებებისთვის ნიადაგს ამზადებს ანტიპროპაგანდის საშუალებით, რაც შეიძლება მეტ ცრუ ამბავს ავრცელებს,  მაგალითად ის ფაქტი, რომ სომხეთს  ქურთები ჩამოჰყავს სომხეთში, არცახში.  რა თქმა უნდა, ეს აშკარად ცრუ ინფორმაციაა,  ლოგიკიდან გამომდინარე, ამას არავინ დაიჯერებს, მაგრამ პოლიტიკურ სფეროში შესაბამისი წარმოდგენის შექმნით, თავდასხმის შემთხვევაში, აზერბაიჯანი უკვე იტყვის, რომ თავს იცავს. ასე რომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიტორიკას,  ბრალდებების შემცველ განცხადებებს ამისაკენ მივყავართ“,  – განუცხადა ანალიტიკოსმა ”არმენსპრესს” და დასძინა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფორმაციული ომი, რის შემდეგაც არ არის გამორიცხული კონკრეტული ქმედებები საზღვარზე.

მთელი ეს პროცესი აზერბაიჯანიდან მოდის, მაგრამ ანალიტიკოსი აქ აშკარად ხედავს თურქულ ხელწერას. აზერბაიჯანი შეიძლება წავიდეს ესკალაციაზე და მას ზურგში დაუდგეს თურქეთი, რომელიც ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები რეგიონში. «Realist Arabic» -ის  მთავარ  რედაქტორს  შემთხვევით არ მიაჩნია, რომ ივლისში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებებისა და დაძაბულობის შემდეგ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ჩაატარეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ამის შემდეგ  თურქეთმა თავისი ჯარების ნაწილი იქ დატოვა. ანალიტიკოსის აზრით, თურქეთი ცდილობს განამტკიცოს თავისი პოზიციები აზერბაიჯანში, რაც ნიშნავს მისი პოზიციების განმტკიცებას კავკასიასა და საერთოდ მთელს რეგიონში.

”ეს აშკარად თურქეთის ხელწერაა. წინა გამოცდილების გაცნობისას, ვხედავთ, რომ თურქეთმა გამოიყენა კონფლიქტები შუა აღმოსავლეთის სხვადასხვა ნაწილში თავისი პოზიციის გასამყარებლად. ახლა ის ცდილობს იგივე გააკეთოს სამხრეთ კავკასიაში”, – თქვა მან.

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ თურქეთი სხვა პრობლემას აგვარებს. ბოლო პერიოდში, თურქეთის მოქმედებები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში არაერთი მიმართულებით, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთმნიშვნელოვნად არ მიიღო. კერძოდ, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, საბერძნეთის სანაპიროებთან, თურქული გემების ქმედებებს  ძლიერი პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. საბერძნეთმა თავისი შეიარაღებული ძალები საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა  და მოუწოდა ევროკავშირს “დაუყოვნებლივ დაიწყოს თავისი კანონიერი როლის შესრულება რეგიონში”. საფრანგეთმა ამ საკიტხში იაქტიურა, ევროკავშირის ქვეყნებმა დაიწყეს ლაპარაკი თურქეთისათვის  შესაძლო სანქციების დაწესებაზე.

”ამჟამად, თურქეთზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ახლო აღმოსავლეთისა და ახლო აღმოსავლეთ  ხმელთასუაზღვისპირეთის გამო. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს ამ ზეწოლას, შუა აზიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩამობრუნდეს. ჩემი აზრით, ეს შანსი მას არ უნდა მივცეთ,” – დასძინა მან.

ამ კონტექსტში ანალიტიკოსი შესაძლებლად თვლის სხვადასხვა ქვეყნებთან ძალისხმევის გაერთიანებას. ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც თურქეთის მხრიდან საფრთხე ემუქრება, უნდა შეეძლოს ერთად იმოქმედოს და საჭიროების შემთხვევაში,  ერთად გასცეს პასუხი თურქეთის აგრესიულ პოლიტიკას.

ანალიტიკოსმა მნიშვნელოვნად მიიჩნია  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანის ვიზიტი ეგვიპტეში, რომლის დროსაც გაკეთდა მოხსენება თურქეთის ქმედებებზე. მან აღნიშნა, რომ ეგვიპტესა და სომხეთს აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთობების განვითარებისათვის არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სხვა სფეროებშიც. საჭიროა მაქსიმალურად იქნას გამოყენებული მეგობრული ურთიერთობები  ორი ქვეყნის ხალხებს შორის  და ამის საფუძველზე  გააქტიურებული იქნას თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში. დოქტორმა ამრ ელდიბმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება სხვადასხვა დონის ოფიციალური პირების შეხვედრები.

ავტორი ანნა  გზირიანი

წყარო: armenpress.am

ნახეთ მეტი
Back to top button