ანალიტიკამთავარი

1915 წლის შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა: სომეხი ხალხი კვლავ კულტურული გენოციდის წინაშე დგას

როგორც ყოველწლიურად 24 აპრილს, წელსაც სომეხმა  ხალხმა  აღნიშნა  სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე.

2021 წელს, სომეხი ხალხი პატივს მიაგებს  1,5 მილიონი მსხვერპლის ხსოვნას, სამშობლოს დაკარგვას, ისევ ისე, როგორც ეს ასი წლის წინათ იყო.  თითქოს ისინი გადასახლდნენ უკან, გენოციდის მომდევნო წლეებში, როდესაც თურქეთმა დაიწყო სომხების კულტურული გენოციდის განხორციელება.

2020 წლის შემოდგომიდან,  როგორც ჩვენ ვხედავთ, ისტორია მეორდებათურქეთის მხარდაჭერით აზერბაიჯანის მიერ არცახის  წინააღმდეგ ომის შემდეგ. აზერბაიჯანი ანადგურებს და ბილწავს სომხეთის კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას იმ  ტერიტორიებზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლსაა დაქვემდებარებული.

ეს სომხებში საფუძვლიან შიშს იწვევს, რომ 2020 წელს დეპორტაციის შემდეგ, აზერბაიჯანი აწარმოებს სომხური მემკვიდრეობის განადგურების იმავე პოლიტიკას, როგორიც თურქეთმა დაიწყო 1915 წელს და დღესაც აგრძელებს.  

გენოციდის შემდეგ წლეებში სომეხი ხალხის კვალის წაშლის პოლიტიკა სისტემატურად ხორციელდებოდა სომეხი ხალხის ისტორიულ სამშობლოში და თურქეთის სხვა ქალაქებში.

სხვადასხვა სტრუქტურის ფაქტების შემგროვებელ  სამუშაოთა ურთიერთშედარებით ირკვევა, რომ გენოციდის დაწყებამდე სომეხ ხალხს ოსმალეთში, განსაკუთრებით დასავლეთ სომხეთში, ჰქონდათ 4600-ზე მეტი ეკლესია, მონასტერი, სკოლა, სასაფლაო და საავადმყოფო. უმეტესობა, 2000-ზე მეტი, იყო ღვთისმსახურების ადგილი. ამ ისტორიული და კულტურული ძეგლების უმეტესი ნაწილი ან განადგურდა ან გამოუსწორებლად დაზიანდა თურქეთის 100 წლიანი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად.

სომხური ეკლესიები და მონასტრები განზრახ განადგურდნენ ან საკუთრებად გადაეცა ფიზიკურ პირებს, საცხოვრებელი ადგილებიდან შორს მდებარე ეკლესიები ბედის ანაბარა იქნა მიტოვებული, მათი ერთი ნაწილი, როგორც მზა შენობა გამოიყენება სხვადასხა მიზნებისთვის, ბოსლად, ბიბლიოთეკად, მუზეუმად, კინოთეატრად. უფრო ხშირად ისინი მეჩეთებად იქცნენ, რომელთა უმეტესობა სომხურ წარმოშობას უარყოფს.

სომხური მემკვიდრეობის განადგურების საქმეში სახელმწიფოს   განუზომელი მომსახურება გაუწიეს განძის მაძიებლებმა. განძის მაძიებლები “სომეხთა დამალული  ოქროს პოვნით” იყვნენ შეპყრობილნი, ათწლეულების განმავლობაში შეუქცევად ანადგურებდნენ სომხურ ეკლესიებს, სასაფლაოებსა და სომხების მიერ დატოვებულ სახლებსაც .

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თურქეთმა შექმნა სახელმწიფო ზრუნვის ილუზია, თითქოს იღწვის  ეროვნული  უმცირესობების  კულტურული და რელიგიური ძეგლების  აღდგენისათვის. ნაწილობრივ აღდგენილი  იქნა   რელიგიური მნიშვნელობის ერთი ან ორი ძეგლი, რომელთა სომხურობა უდავოა თუნდაც სისტემატური თურქული უარყოფის ფონზეც კი.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სურბ ხაჩის სომხური ეკლესია ვანის ტბის კუნძულ ახთამარზე, რომლის აღდგენა ფაქტობრივად პოლიტიკურ-პროპაგანდისტული ნაბიჯი იყო, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო ათასობით  ეკლესიის განადგურების დაფარვა.

რეალური სურათია ის, რომ სომხური მემკვიდრეობის განადგურება დღესაც გრძელდება, რაც აშკარად არღვევს 1923 წლის ლოზანის ხელშეკრულების იმ პუნქტს, რომელსაც თურქეთი აწერს ხელს. ეს პუნქტი  ავალდებულებს თურქეთს შეინარჩუნოს და განაახლოს უმცირესობების რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ბოლო ათი წლის განმავლობაში თურქეთში განადგურდა მუშისა და მალათიის სომხური უბნები, ხოლო გასაყიდად გაიტანეს სომხური მდგომი ან ნახევრად დანგრეული ეკლესიები.

თურქეთის სწორედ ეს პოლიტიკაა, რომ გენოციდიდან 106 წლის შემდეგ, 24 აპრილს აიძულებს სომხებს პარალელები გაავლონ ერთი საუკუნის წინ თურქეთში დაწყებულ და 21-ე საუკუნეში თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის მხრივ  განხორციელებულ სომეხთმოძულე პოლიტიკას შორის. 

აზერბაიჯანმა, თურქეთის მაგალითზე, იგივე სისტემური პოლიტიკური გეზი აიღო. შეუდგა მის დაკავებულ ტერიტორიებზე ყველაფერი სომხურის განადგურებას. გამოიყენება სწორედ ის  დანაშაულის შემადგენლობა, რაც თურქეტში. ყველაფერი რაც სომხურია მთლიანად  ნადგურდება ან კედლებიდან იშლება სომხური წარწერები.  წარმოადგენენ მათ,  როგორც სხვა ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფების საკუთრება.

ომიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში მრავალი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, სახელმწიფო ხელმძღვანელობის უშუალო მონაწილეობით. ამ საკითხში ლიდერობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მარტში მან მოინახულა XII საუკუნის სურბ ასტვაწაცინის სომხური ეკლესია მთიანი ყარაბაღის ოკუპირებულ ჰადრუთის რაიონის სოფელ წაქურში და განაცხადა, რომ იგი ავღანურია  და რომ მასზე XII საუკუნის სომხური წარწერები სომხებმა გააყალბეს. სომხური მემკვიდრეობის მითვისების პოლიტიკა ხორციელდება არცახის ყველა  მნიშვნელოვანი რელიგიური სტრუქტურების საკითხში.

ხოლო შედარებით ახალი, არც თუ ისე ცნობილი ეკლესიები მთლიანად განადგურებულია. ნათელი მაგალითია  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ მოქცეული სომხური წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ეკლესია, რომლის იდუმალი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს. ინგლისელ ჟურნალისტს გაუჭირდა სომხური ეკლესიის ადგილმდებარეობის პოვნა, რადგან იგი განადგურდა აზერბაიჯანის ძალების მიერ, თითქოს ეკლესია  აღარც  არსებობდა. ანალოგიურად 2005-2006 წლებში. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაანადგურა ჯულფას შუასაუკუნეების სომხური ხაჩქარები, ისე რომ კვალიც კი არ დატოვეს.

ომიდან მხოლოდ 6 თვე გავიდა, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებულია მრავალი ვიდეო, სადაც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები დაუსჯელობით  წაქეზებულნი, სასტიკად ანგრევენ, ანადგურებენ და ბილწავენ სომხურ  სასაფლაოებს, სახლებს, ეკლესიებს, ხატებს და წარმოაჩენენ თავიანთ ქმედებებს, როგორც უდიდეს გმირობას.

ამასთან, როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა გადაწყვიტა აჯობოს თურქეთს  ამ პოლიტიკით. ყველაფერი, რაც თურქეთმა გააკეთა 100 წლის განმავლობაში სომხური კვალის აღმოსაფხვრელად, აზერბაიჯანს სურს გააკეთოს გაცილებით მოკლე დროში.

ალბათ ეს არის მიზეზი, რომ ომის დასრულების შემდეგ, დღემდე აზერბაიჯანი აჭიანურებს დამოუკიდებელი ექსპერტების ვიზიტს, რომლებიც აფასებენ იუნესკოს კულტურული ღირებულებების მდგომარეობას რეგიონში, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ  გადასული სომხეთის კულტურული, რელიგიური და ისტორიული მემკვიდრეობის აღწერას.  ალბათ, ამ მიზანმიმართულ პოლიტიკას აქვს მკაფიო მიზანი – მაქსიმალურად აღმოფხვრას სომხური კვალი სომეხი ხალხის ისტორიული სამშობლოდან.

ავტორები: რაფაელ საჰაკიანი ანაჰიტ ვეზირიანი

წყარო: armenpress.am

ნახეთ მეტი
Back to top button