ანალიტიკამთავარი

აზერბაიჯანი მოიპოვებს თითქმის შეუზღუდავ ბერკეტებს: ჰოვანესიანი გვთავაზობს ორ ხერხს

ორბელის ცენტრის ანალიტიკოსი ტარონ ჰოვანისიანი  Sputnik სომხეთთან საუბარში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობას, აზერბაიჯანის მისწრაფებებს და სომხეთის ინტერესებიდან გამომდინარე პრიორიტეტულ ნაბიჯებს ეხება.

აზერბაიჯანს სურს დემარკაცია, მაგრამ თანაც უარს არ ამბობს სომხეთისაგან  ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება ძალიან რთულ და დაუცველ სიტუაციაში, ირღვევა სასაზღვრო დასახლებების და მოსახლეობის უსაფრთხოება, ყველა ინფრასტრუქტურა პირდაპირ აღმოჩნდება მიზნის ქვეშ, რაც აზერბაიჯანს შეუზღუდავ  ბერკეტს  უქმნის მომავალში სომხეთზე ზეწოლის მიზნით.

მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა ნამდვილად აუტანელი, მიუღებელია, რადგან სომხეთი ჩვენთვის არა მხოლოდ მიწაა, არამედ სიცოცხლისათვის აუცილებელი ფართი, ამიტომ ჩვენ ვერ ვიტყვით მასზე უარს. გარდა ამისა,  ზოგადად, აგრესიის შემთხვევაში, დემარკაცია დაუშვებელია.

მისი თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვა არის უკიდურესი ნაბიჯი.  პირველადი მანდატი ეკუთვნის რუსეთს და ამ შემთხვევაში ველი გაფართოვდება. იქ  სომხეთის ლობირების შესაძლებლობები შეზღუდულია და ჯერ კიდევ გაუგებარია თუ  რა სურათი გვექნება უშიშროების საბჭოს ყველა  ქვეყანასთან  ურთიერთობის შემდეგ.  

„აზერბაიჯანის მუშაობის სტილი არის რეალური საფრთხე საერთაშორისო სამართლებრივი სისტემისთვის. 12 მაისს საერთაშორისო თანამეგობრობას განცხადება რომ გაეკეთებინა აზერბაიჯანის აგრესიის ეფექტურად აღსაკვეთად და ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად, აზერბაიჯანი არ მოიქცეოდა ასე.  ამიტომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე  დაძაბულობის საკითხში მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოთამაშეების  ნათელი პოზიციები და ზუსტი ნაბიჯების გადადგმა“ , – თქვა ანალიტიკოსმა.

პოვანესიანის აზრით:  სომხეთმა შექმნილ სიტუაციაში ორი რამ უნდა გააკეთოს. პირველი ეს არის შეძლებისდამიხედვით  ჭკვიანური მართვა და რესურსების საზღვარზე  ცენტრალიზება საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის, რაც თავის მხრივ ნიშნავს სტრუქტურების ძალიან სწრაფად გაძლიერებას, მეორე ამ არეულობის შემდეგ უნდა მოაწესრიგოს საგარეო საქმეთა უწყება და  შესაბამისი მუშაობა წარმართოს საერთაშორისო მოთამაშეებთან და ჩვენს პარტნიორებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button