საერთაშორისო

ექსპერტი: აზერბაიჯანსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების ალბათობა დაბალია

მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ წარმოშობილი დაძაბულობა აზერბაიჯანსა და ირანს შორის კვლავ გრძელდება, მაგრამ საომარი მოქმედებების ალბათობა დაბალია. ამის შესახებ განაცხადა   გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (SWP) მკვლევარმა, ჰამიდრეზა აზიზმა Ahval-ის  სტატიაში Turkey Abroad.  

„ნებისმიერმა მკვეთრმა  სამხედრო ესკალაციამ  შეიძლება გამოიწვიოს  თურქეთის მონაწილეობა, – თქვა მან. აზიზის თქმით, სამხრეთ კავკასიაში თურქეთის პოზიციის გაძლიერება შეშფოთებას იწვევს ირანში. ირანის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის დაპირებების მიუხედავად, თურქულმა კომპანიებმა მთიან ყარაბაღში აღებული რეკონსტრუქციის პროექტების ლომის წილი აიღეს და თეირანი გვერდზე მოიტოვეს.

ირანის სამხედრო წვრთნების წინა დღეს და შემდეგ, თურქეთი შეუერთდა აზერბაიჯანს პაკისტანთან  მის სამხედრო წვრთნებში. აზიზი ამბობს, რომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები “არ უწყობს ხელს სტაბილურობას რეგიონში” ირანის თვალსაზრისით და პაკისტანის ჯარების ჩართულობა შეიძლება ჩაითვალოს რეგიონში სხვა უცხოური ძალების მოწვევის სიგნალად.

მისივე თქმით, ირანი თურქეთისა და პაკისტანის მონაწილეობას განიხილავს,  როგორცაზერბაიჯანის ვალდებულებების დარღვევას კასპიის ზღვაში საერთაშორისო სამართლის განხრით, რომელიც კრძალავს საომარ მოქმედებებს არა-სანაპირო სახელმწიფოების მხრივ.

ნახეთ მეტი
Back to top button