ანალიტიკამთავარი

დიდი დაპირისპირება არსებობს კავკასიისთვის. ამ ბრძოლაში სომხეთზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჰაკობ ბადალიანი

პოლიტიკურმა კომენტატორმა ჰაკობ ბადალიანმა Factor TV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეს აშშ ცდილობს აიღოს მარეგულირებელი როლი როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის, ისე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების პროცესში, როგორც ევროკავშირის შუამავლობის მხარდაჭერით, ასევე საკუთარი ინიციატივით. ნათქვამის დასტურად ბადალიანი ასახელებს აშშ-ს სახელმწიფო მდივან ბლინკენსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს შორის სატელეფონო საუბრისას განბლოკვის საკითხზე ამერიკის აქცენტს.

„ჩვენს რეგიონში რამდენიმე დიპლომატიური ხაზი იხსნება, რაც დაკავშირებულია სომხურ-აზერბაიჯანულ დარეგულირებასთან, არცახის საკითხის პერსპექტივასთან. აქ შეგვიძლია ავღნიშნოთ რუსული სამმხრივი ფორმატი, ბრიუსელის ინიციატივა, რომლის წარმოებულადაც შეგვიძლია განვიხილოთ ორმხრივი კონტაქტების პროცესის გამოცდილება. ბრიუსელის ინიციატივის გვერდით, ჩვენ ვხედავთ აშშ-ს აქტიურობას, როდესაც აშშ ამ პროცესს უწყობს ხელს. სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებაში იყო საინტერესო დაკვირვება, რომ აშშ მზადაა დაეხმაროს კომუნიკაციების განბლოკვის პროცესში. აქვე შეგვიძლია დავაკვირდეთ, რომ აშშ-ს,  ბრიუსელის პროცესის წახალისების გარდა,  შემოთავაზებაც აქვს მხარეებისთვის“, – განაცხადა ჰაკობ ბადალიანმა.

ბადალიანის თქმით, სანამ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის მოგვარება არარეალურია, რადგან, მისი თქმით, მთავარ მოთამაშეებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც აშშ, ასევე ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია დღეს ინარჩუნებენ თავიანთ გავლენას და მონაწილეობას მოლაპარაკებების პროცესებში და სანამ ერთ-ერთი მხარე არ დამარცხდება უკრაინის სცენაზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არ გადაწყდება უმაღლესი პოზიციის მქონე მხარის ნებით, რადგან გამარჯვებული არ არის ცნობილი.

ნახეთ მეტი
Back to top button