საერთაშორისო

აზერბაიჯანი სტრატეგიულად თანამშრომლობს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ვლადისლავ კანევსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა  ილჰამ ალიევის თანაშემწესთან  საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჰიკმეტ ჰაჯიევთან შეხვედრის შესახებ.

ელჩის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის მხრიდან არ ყოფილა. აზერბაიჯანში უკრაინის ელჩის ჩანაწერის შესახებ სამთავრობო მედია სამარისებურად დუმს.  დიდი ალბათობით, უკრაინის ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ბაქოს ოფიციალური პირები: უკრაინაში ომია და აზერბაიჯანმაკი  ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კურსი.

ნახეთ მეტი
Back to top button