ანალიტიკა

არა თუ ბაქოს გაკიცხვა და სიტუაციის გამწვავება, არამედ მისი დაწყნარება გულის მოგებით. ევროკავშირის მიზანი ექსპერტების აზრით

ბრიუსელში აშშ-სრ-ეკ-ის შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ სომხეთს ეწვივნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრები.

სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მინისტრი მირზოიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ბურიჩს ესაუბრა გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის ეთნიკურ წმენდაზე, იძულებით გადაადგილებაზე. მთიანი ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი სომხის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილების თემაზე. შეეხნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი შეეხო სრ-ევროპულ საბჭოს 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებას. ექსპერტების შეფასებით, ევროკავშირის ვიზიტები მიზნად ისახავს რეგიონში სიტუაციის განმუხტვას.

ევროკავშირის მიზანი რეგიონში სიტუაციის ესკალაცია კი არ არის, არამედ სიმშვიდისა და სტაბილურობის დამყარება, – ამის შესახებ “რადიოლურთან” ინტერვიუში განაცხადა პოლიტოლოგმა მანველ ღუმაშიანმა, რომელიც ეხმაურება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის ვიზიტს და ევროსაბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრების სომხეთში რეგიონულ ვიზიტს. ეს უკანასკნელები ასევე ეწვევიან აზერბაიჯანსა და საქართველოს, რათა გაეცნოს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს.

სრ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა X-ში დაწერა, რომ მას “შესანიშნავი შეხვედრა” ჰქონდა პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და რომ “ევროპის საბჭო გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას რეფორმის პროცესში“.

სრ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩისა და არარატ მირზოიანის შეხვედრის შემდეგ განიხილეს სომხეთსა და ევროსაბჭოს პარტნიორობის, ასევე რეგიონული სტაბილურობის საკითხები.

არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ერთგულებას მტრობისგან თავისუფალი ატმოსფეროს შექმნის საქმეში, კერძოდ, წარმოადგინა ორი ძირითადი საკითხი აზერბაიჯანთან ურთიერთობის მოწესრიგების პროცესში: ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ხელახალი დადასტურება, საზღვრების განუყოფლობა და სომხეთის მიდგომები რეგიონული არხების განბლოკვის მიმართ. მან ასევე ხაზი გაუსვა პროცესში 1991წ ალმა-ატას დეკლარაციის და ასევე საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ ცნობილი პრინციპების დაცვის მნიშვნელობას.

პოლიტიკური კომენტატორი მანველ ღუმაშიანი: „ახლა ევროკავშირი თამაშობს თამაშს, რასაც ჩვენ ვეთანხმებით, რათა აზერბაიჯანი კალაპოტში ჩააყენოს, რუსული გავლენისგან ჩამოაშოროს და მშვიდობა დამყარდეს. ვფიქრობ, ევროპას თურქეთის მხარდაჭერაც აქვს ამ საკითხში, მიუხედავად ჩავუშოღლუს განცხადებისა. თურქეთის მხარდაჭერაცაა მშვიდობის დამყარების საკითხში. დანარჩენი მოვლენების განვითარებაში გამოჩნდება და ვიხილავთ როგორი რეაქცია ექნება რუსეთს არა მხოლოდ ზახაროვას ან ლავროვის განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით“.

ანალიტიკოსს შემთხვევითად არ მიაჩნია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს და ევროკომისარს ბრიუსელამდე  სატელეფონო საუბარი  ჰქონდათ ალიევთან, ისინი სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ, მიიჩნევს ღუმაშიანი.

დასავლეთს აზერბაიჯანის პრეზიდენტს რაღაც სათქმელი აქვს, კერძოდ ის, რომ ალიევმა რამდენჯერმე გააუქმა შეხვედრები ევროკავშირის პლატფორმებზე, ამის გარდა, ცდილობს გააუარესოს სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონაში. ამ დასაბუთებებით, ანალიტიკოს ღუმაშიანის აზრით, დასავლეთი შეძლებს, ასე ვთქვათ, დაარწმუნოს ბაქო, დაამყაროს სტაბილურობა რეგიონში, რასაც მოჰყვება სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანის მონაწილეობით.

მანველ ღუმაშიანი აზერბაიჯანში გაბატონებულ განწყობებსაც აქცევს ყურადღებას და ირწმუნება, რომ მასშტაბური სამხედრო ოპერაციების ალბათობა ამ დროისთვის ნულის ტოლია. „ევროკავშირის 270 მლნ და აშშ-ს ასიგნებები, რომლებიც მოხმარდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე მიმართული იქნება ჩვენი სამხედრო ვითარების გაძლიერებისკენ, რათა ჩვენი არმიის მდგომარეობა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ აზერბაიჯანისთვის ნათელი იყოს, რომ აზერბაიჯანი, ეგრეთ წოდებული მცირე მსხვერპლით ვერ მიაღწევს რაღაც მიზანს სომხეთის მიმართ, რასაც ბუნებრივია, მათი ხალხი არ მიიღებს. დღეს უკვე ვხედავთ, რომ აზერბაიჯანელებში უკმაყოფილებაა, ამბობენ, ყარაბაღი ავიღეთ, რატომ ვაგრძელებთ სომხეთთან ურთიერთობის გამწვავებას?“

პოლიტოლოგ არა პოღოსიანის აზრით, აღსანიშნავია ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხოებისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრებისა და ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის ბურიჩის ვიზიტები სომხეთში, განსაკუთრებით აშშ-სრ-ეკ ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ. მას ასევე მიაჩნია, რომ მიზანია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარების შემდეგ რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა.

„აშკარაა, რომ აზერბაიჯანის გარეშე რეგიონი საკმაოდ არასრული იქნება და დასავლეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას დაკარგავს. ამიტომ, ისინი ცდილობენ მოაწყონ მთელი თავისი ქმედება და პროცესი ისე, რომ რეგიონი მომავალში იყოს სრული, ფრაგმენტაციის გარეშე. ვფიქრობ, ესეც აზერბაიჯანის ერთ-ერთი კოზირია, რომ აზერბაიჯანის დიქტატორმა მკაცრი პოზიცია დაიკავა, იმდენად, რამდენადაც დასავლეთი უკავშირდება და ახსნა-განმარტებებს აძლევს მას მესამე ქვეყანასთან შეხვედრის შესახებ“.

დასავლეთი ამგვარად ცდილობს დიპლომატიური გზით შექმნას უსაფრთხოების ბალიშები, რადგან აზერბაიჯანის დარწმუნების პრობლემაა, ფიქრობს არა პოღოსიანი. რა თქმა უნდა, მას ეჭვი ეპარება, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბაქოს დარწმუნება და ჩართვა მთელ რეგიონში, აზერბაიჯანს ამ საკითხში მოსკოვი უჭერს მხარს და ამიტომაც ბაქო სომხეთისგან მეტს ითხოვს. შესაბამისად, ექსპერტის დაკვირვებით, ეს პროცესი ადვილი და სწრაფი არ იქნება, რადგან ნაოჭების გაჩენის გარკვეული ტენდენციები უკვე არსებობს თურქეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

ნახეთ მეტი
Back to top button